მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

"სამ ბრენდს ვესაუბრებით, რომლებიც ქართულ ბაზარზე შესაძლოა 2028 წლიდან შემოვიდნენ" - 'სინომი რითეილი"

რეზო მაღალაშვილი

„სინომი რითეილის“ დირექტორის თქმით, კომპანია სამი საერთაშორისო ბრენდის შემოყვანაზე მუშაობას. როგორც კომპანიის ხელმძღვანელმა რეზო მაღალაშვილმა „საქმიან დილასთან“ საუბრისას განაცხადა, წარმატებით დასრულებული მოლაპარაკებების შემთხვევაში ისინი ბაზარზე 2028 წლიდან გამოჩნდებიან. ბრენდების შესახებ კომპანია ამ ეტაპზე დამატებითი ინფორმაციის გავრცელებისგან თავს იკავებს.

საქართველოში ახალი, მსხვილი საერთაშორისო ბრენდების შემოყვანისას მთავარ გამოწვევად ბაზრის სიმცირე სახელდება. გლობალური გიგანტებისგან უარის თქმის ძირითადი საფუძველი, მოსახლეობის რაოდენობა და მშპ-ს მოცულობაა.

„ამჟამად სამ ბრენდს ვესაუბრებით, რომლებიც გლობალური ლიდერები არიან თავიანთ კატეგორიებში. ძალიან გვინდა, რომ ეს ბრენდები შემოვიყვანოთ საქართველოში. თუ წარმატებას მივაღწიეთ, 2028 წლიდან იქნებიან.

ჩვენი უპირატესობა ის არის, რომ ჩვენი კომპანია საერთაშორისოა, 7 ქვეყანაშია წარმოდგენილი და შესაბამისად, რეგიონალურ კონტექსტში ვესაუბრებით რომ თუ ისინი დათანხმდებიან შემოსვლას საქართველოში, ჩვენ მათ გავუხსნით კარს ასევე, სომხეთსა და აზერბაიჯანში, უზბეკეთში, ყაზახეთში და ა.შ. ამიტომ მეტი შანსი გვაქვს, რომ გავახაროთ მომხმარებლები.

უარის თქმის საფუძველი ძირითადად არის ბაზრის სიმცირე. არიან ბრენდები, რომლებიც ამბობენ, რომ შემოსვლისთვის მინიმუმ 2 მლნ მოსახლე უნდა იყოს, მშპ ერთ სულზე უნდა აჭარბებდეს 15,000 დოლარს. ჩვენთან ამჟამად 11,000 დოლარია და სწრაფი ტემპით იზრდება. შესაბამისად, ეს ბრენდები უფრო და უფრო ინტერესდებიან.“ - განაცხადა რეზო მაღალაშვილმა.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები