მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

მერი: 11 თვეში თბილისს ტრანსპორტის გენერალური გეგმა ექნება

5d8b1d5bd1351
ლიკა გურაბანიძე
25.09.19 11:52
746
„სამუშაოებს დაახლოებით 11 თვე დასჭირდება და 11 თვის თავზე სრული დოკუმენტი მზად იქნება", -  ამის შესახებ თბილისის მერმა კახა კალაძემ დღეს თბილისის მთავრობის სხდომაზე განაცხადა.

საქმე იმაშია, რომ დანიურმა კომპანიამ - „რამბოლი“, რომელმაც მუნიციპალური განვითარების ფონდის მიერ გამოცხადებულ ტენდერში გაიმარჯვა, 11 თვეში დედაქალაქისთვის 15-წლიანი ურბანული მობილობის გეგმას შეიმუშავებს.

კალაძის განცხადებითვე, განსხვავება ფრანგულ კომპანია „სისტრას“ და დანიურ კომპანია „რამბოლის“ სამუშაოებს შორის არის ის, რომ „სისტრა“ მხოლოდ საზოგადოებრივი ტრანსპორტის მარშრუტების დაგეგმარებას ითვალისწინებს, ხოლო „რამბოლი“ სტრატეგიულ დოკუმენტზე (ტრანსპორტის გენერალური გეგმა) იმუშავებს და და ქალაქში მოძრავ ყველანაირ ტრანსპორტს მოიცავს.

„დოკუმენტი ხელს შეუწყობს დედაქალაქის საცობებისგან განტვირთვას და ტრანსპორტისთვის სწორი მოძრაობა შემუშავდება", -  აღნიშნა კალაძემ.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები