მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

მერია იკვლევს რამდენი მილიონი ლარი დაჯდება უნივერსიტეტის ქუჩაზე ახალი გვირაბის გაყვანა

გვირაბი

თბილისის მერია უნივერსიტეტის ქუჩიდან ქავთარაძის ქუჩისკენ ახალი გვირაბის გაყვანას გეგმავს. სახელმწიფო შესყიდვების სააგენტოს ვებგვერდზე გამოქვეყნებული განცხადების მიხედვით, მერია ამჟამად მოელის საინჟინრო და სამშენებლო კომპანიების პასუხებს მათ ბაზრის კვლევაზე თუ რამდენ მილიონ ლარზე უნდა გამოცხადდეს სამშენებლო ტენდერი.

წარდგენილი დოკუმენტაციის მიხედვით, ახალი გვირაბის სიგრძე 110 მეტრი იქნება და ის ორივე ქუჩაზე მოძრაობის განმუხტვას ისახავს მიზნად.

ბაზრის მოკვლევის თანახმად, კომპანიებმა მერიას საკუთარი საფასო შეთავაზებები 15 აპრილის ჩათვლით უნდა წარუდგინონ.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები