მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ

მერია "რუსთაველის გამზირის" საინიციატივო ჯგუფის ხელმძღვანელის სახელით შესული წერილის შინაარსს და საპასუხო გზავნილს ასაჯაროებს

თბილისის მერია

თბილისის მერია "რუსთაველის გამზირის" საინიციატივო ჯგუფის ხელმძღვანელის, პაატა ბურჭულაძის სახელით შესული წერილის შინაარსს და საპასუხო გზავნილს ასაჯაროებს.

გავრცელებულ განცხადებაში აღნიშნულია, რომ წერილი თბილისის მერიის ადმინისტრაციაში 29 სექტემბერს შევიდა, სადაც განმცხადებელი ითხოვს, 4 ოქტომბერს, რუსთაველის გამზირსა და თავისუფლების მოედანზე არსებულ ოთხ ლოკაციაზე სახალხო შეკრებისა და სცენის მონტაჟისთვის, მუნიციპალური და სახელმწიფო უწყებების ინფორმირებას და აღნიშნული ტერიტორიების შესაბამისი ინვენტარით უზრუნველყოფას.

"განმცხადებელს პასუხად ეცნობა, რომ შეკრების ორგანიზატორებმა სცენა უნდა განათავსონ მხოლოდ ერთ ლოკაციაზე იმგვარად, რომ არ შეფერხდეს ტრანსპორტის გადაადგილება და ხელი არ შეეშალოს ტერიტორიაზე არსებული სხვადასხვა ობიექტის ფუნქციონირებას.

საპასუხო წერილში ასევე აღნიშნულია, რომ კანონმდებლობის შესაბამისად, „დაუშვებელია კენჭისყრის დღეს კენჭისყრის შენობაში ან კენჭისყრის შენობიდან 100 მეტრის მანძილზე ამომრჩევლის გადაადგილების ფიზიკურად შეფერხება. ასევე, დაუშვებელია კენჭისყრის დღეს კენჭისყრის შენობიდან 100 მეტრის მანძილზე ადამიანთა შეკრება“.

მოქალაქეების შეკრებისა და პროტესტის მშვიდობიანად გამოხატვის თავისუფლება გარანტირებულია საქართველოს კანონმდებლობით, თუმცა აქციის ორგანიზატორებს და მონაწილეებს ასევე გააჩნიათ ვალდებულება, დაიცვან საქართველოს კანონი „შეკრებებისა და მანიფესტაციების შესახებ“, წინააღმდეგ შემთხვევაში, გატარდება კანონმდებლობით დადგენილი შესაბამისი ღონისძიებები", - წერია მერიის მიერ გავრცელებულ განცხადებაში.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები