მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ

მერია ვაკეში მიწისქვეშა ნაგვის ურნების გამოყენების შესახებ საინფორმაციო კამპანიას იწყებს

5f4f5b35bfe3f
ინგა მურუსიძე
02.09.20 12:47
1166
თბილისის მერია ვაკეში, ჭავჭავაძეზე დამონტაჟებული მიწისქვეშა ნაგვის ურნების გამოყენების შესახებ საინფორმაციო კამპანიას იწყებს. განცხადება თბილისის მერმა დედაქალაქის მთავრობის სხდომის დაწყებისას გააკეთა.

კახა კალაძემ "თბილსერვის ჯგუფს" დაავალა, სპეციალური საინფორმაციო ბროშურები შეიტანონ ყველა ოჯახში, რათა მოსახლეობამ გაიგოს, თუ როგორ მოხდება მიწისქვეშა ნაგვის ურნებით სარგებლობა.

როგორც მერი განმარტავს, პირველ ეტაპზე, ნარჩენების სეპარირება საჭირო არ იქნება იქამდე, ვიდრე ქვეყანას შესაბამისი კანონმდებლობა არ ექნება.

ამასთან, როგორც კალაძემ თქვა, მიწისზედა კონტეინერებს მხოლოდ მოსახლეობის ინფორმირების შემდეგ აიღებენ და მიწისქვეშა ურნების ფუნქციონირება დაიწყება.

თბილისის მერის თქმით, ასევე, მიმდინარეობს მუშაობა ნაგავგადამამუშავებელი ქარხნის მშენებლობაზე.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები