მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ

მერიამ ნაგვის გადამამუშავებელი ქარხნის მშენებელ კომპანიას სასამართლო დავა მოუგო

BM.GE
31.10.18 23:52
1629
მერიამ ნაგვის გადამამუშავებელი ქარხნის მშენებელ კომპანიას სასამართლო დავა მოუგო- ამის შესახებ თბილისის მერის მოადგილემ მაია ბითაძემ bm.ge-ს განუცხადა. მისი თქმით, საუბარია დავის მოგებაზე პირველ ინსტანციაში. სასამართლო დავისა და სხვა ბიუროკრატიული შეფერხებების გამო 82 მილიონ დოლარიანი პროექტი უკვე თვეებია შეჩერებულია. “კა დე ვე ჯორჯიას” ნარჩენების გადამამუშავებელი ქარხანა ჯერ კიდევ 2017 წლის ნოემბერში სატესტოდ უნდა აემუშავებინა. სასამართლოს გადაწყვეტილების გასაჩივრებას კომპანია ზემდგომ ინსტანციაში აპირებს.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები