მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ

მერიამ პოლიეთილენის პარკის გამოყენების გამო 48 ობიექტი დააჯარიმა, სულ 350 შემოწმდა

5e6895a113a2c
ინგა მურუსიძე
11.03.20 11:51
1488
თბილისის მერიამ პოლიეთილენის პარკების მოხმარების გამო 350 შემოწმებული ობიექტიდან 48 დააჯარიმა, - ამის შესახებ თბილისის მერმა კახა კალაძემ განაცხადა. მისი თქმით, მერიამ  ამ მიმართულებით  ძალიან აქტიური მუშაობა დაიწყო.

„პირველ ეტაპზე, მეწარმეებს მიეცათ გაფრთხილება, რომ პოლიეთილენის პარკები ამოეღოთ მიმოქცევიდან. მას შემდეგ, რაც გაფრთხილებით გათვალისწინებული ვადა ამოიწურა, თბილისის მუნიციპალურმა ინსპექციამ შეამოწმა 350 ობიექტი და გამოწერა სამართალდარღვევის 48 ოქმი. დაჯარიმდნენ მეწარმეები. მოვუწოდებ ყველას, ვიდრე მათი შემოწმება, დაჯარიმება და პროდუქციის კონფისკაცია მოხდება, დროულად მოახდინონ პრიოდუქციის ამოღება ხმარებიდან. მათ აქვთ შესაძლებლობა, ჩაანცვლონ პოლიეთილენის პარკები“, - განაცხადა კალაძემ.

თბილისის მერმა მუნიციპალურ ინსპექციას მონიტორინგის გაგრძელებისკენ მოუწოდა.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები