მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

საარჩევნო უბნებზე დაპირისპირების არცერთი ფაქტი არაა დატოვებული რეაგირების გარეშე - კალაძე

თბილისის მერია

„ქართული ოცნების“ ერთ-ერთი ლიდერი კახა კალაძე ირწმუნება, რომ საარჩევნო უბნებზე დაპირისპირების არცერთი ფაქტი რეაგირების გარეშე არაა დატოვებული.

ამის შესახებ მან პარტიის ოფისში გამართულ ბრიფინგზე პრეზიდენტის მოწოდების კომენტირებისას განაცხადა.

საქმე ის არის, რომ სალომე ზურაბიშვილმა შს მინისტრ ვახტანგ გომელაურს სათანადო და ოპერატიული რეაგირებისკენ მოუწოდა.

„რეაგირების გარეშე არცერთი ფაქტი არაა დატოვებული. დაპირისპირების ყველა ფაქტს მოჰყვა რეაგირება“, - თქვა მან.

კახა კალაძის მტკიცებით, ოპოზიციის ზონდერჯგუფები უპირისპირდებიან ახალგაზრდებს.

„ყველას მინდა მოვუწოდო, არ შევიდნენ დაპირისპირებაში“, - ამბობს კახა კალაძე.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები