მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

„ძალიან დიდი თხოვნაა, იმოქმედეთ, თორემ დარჩებით ისე“ - კალაძე ტაქსისტებს მიმართავს

641173d635980
ვიქტორია მღებრიშვილი
15.03.23 11:34
20523
თბილისის მერი კახა კალაძე A კატეგორიის ტაქსის მძღოლებს 20 მარტამდე ნებართვების აღებისკენ მოუწოდებს. „მეგობრებო, ძალიან დიდი თხოვნაა იმოქმედეთ, თორემ დარჩებით ისე და არ მინდა ვინმე უკმაყოფილო დარჩეთ“, - განაცხადა თბილისის მერმა დედაქალაქის მთავრობის სხდომის დაწყებამდე.

„მოვუწოდებ იმ პირებს, რომლებიც A კატეგორიის ტაქსებს მართავენ და არასდროს აუღიათ ნებართვა, 20 მარტამდე აუცილებლად მიმართონ მუნიციპალიტეტს და აიღონ ძველი სისტემით გათვალისწინებული ნებართვა. მეგობრებო, ძალიან დიდი თხოვნაა იმოქმედეთ, თორემ დარჩებით ისე და არ მინდა ვინმე უკმაყოფილო დარჩეთ. წინააღმდეგ შემთხვევაში 1-ელი აპრილიდან უვადო ნებართვებს ვეღარ მიიღებთ. ამიტომ ჩემი თხოვნაა იაქტიუროთ და 20 მარტამდე აიღოთ ნებართვა, წინააღმდეგ შემთხვევაში პირველი აპრილიდან უვადო ნებართვებს ვეღარ მიიღებთ“, - განაცხადა კალაძემ.

ცნობისთვის: თბილისის მერია 1-ელი აპრილიდან ტაქსების რეფორმის მესამე ეტაპს იწყებს. მერიის ინფორმაციით, მესამე ეტაპის დროს ერთწლიანი A კატეგორიის ნებართვების გაცემა უვადო გახდება. რეფორმის ამ ეტაპზე ასევე შეიქმნება A კატეგორიის ნებართვების ბაზარი, რაც გულისხმობს იმას, რომ ნებართვების მფლობელს მისი ყიდვა/გაყიდვა ან/და იჯარით გაცემა შეეძლება. აქედან გამომდინარე, მერიაში მიაჩნიათ, რომ ტაქსის ნებართვა მისი მფლობელისთვის ერთგვარი ფინანსური აქტივი იქნება.

აღსანიშნია, რომ ტაქსის ნებართვის შეძენა, გასხვისება, იჯარით გაცემა და მიღება შეეძლებათ როგორც ფიზიკურ, ასევე იურიდიულ პირებს. აქამდე A კატეგორიის ტაქსის ლიცენზიის გაცემა იურიდიულ პირებზე არ ხდებოდა.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები