მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

საბაგიროთი მთაწმინდიდან რუსთაველზე მოხვედრა ოთხ წუთში იქნება შესაძლებელი - კალაძე

641aae2c74eb6
მარიამ ვარადაშვილი
22.03.23 11:23
5839
თბილისის მერის კახა კალაძის განცხადებით, მთაწმინდისა და რუსთაველის დამაკავშირებელი საბაგიროს მშენებლობა წლის ბოლოს დასრულდება.

როგორც მან დღეს გამართულ მთავრობის სხდომაზე თქვა, პროექტის დასრულების შემდეგ მთაწმინდიდან რუსთაველზე მოხვედრა ოთხ წუთში იქნება შესაძლებელი.

“იცით, რომ ამ პროექტის განხორციელება 2021 წელს დავიწყეთ და ვფიქრობ, რომ როცა დასრულდება ქალაქის ერთ-ერთი სავიზიტო ბარათი იქნება. 2023 წლის ბოლოსთვის სამუშაოები სრულად დასრულებული იქნება და საბაგირო მგზავრებს მოემსახურება. მთაწმინდის ფერდზე ახალი სადგურის მოწყობითი სამუშაოები მიმდინარეობს. გარკვეული სირთულე იყო, რის გამოც რამდენიმე ოჯახის გასახლება მოგვიწია, რათა სამუშაოები უსაფრთხოდ ჩატარებულიყო. პროექტის დასრულების შემდეგ ოთხი წუთში იქნება შესაძლებელი მთაწმინდიდან ჩამოსვლა რუსთაველზე და პირიქით. ამას გარდა, ერთი საათის განმავლობაში საბაგირო 1000-ზე მეტ მგზავრს მოემსახურება”,-განაცხადა კალაძემ.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები