მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

მერიამ თეგეტასთან 18-მეტრიანი ავტობუსების ტექნიკურ მომსახურებაზე €25 მლნ-ის ხელშეკრულება გააფორმა

18 მეტრიანი ავტობუსი

თბილისის სატრანსპორტო კომპანიამ შპს “თეგეტა თრაქს ენს ბას”-თან 160 ერთეული 18-მეტრიანი ავტობუსის ტექნიკურ მომსახურებაზე ხელშეკრულება გააფორმა, რომელიც ღირებულებაც 25 მილიონი ევროა.

სახელმწიფო შესყიდვების სააგენტოს ვებგვერდზე ატვირთული ხელშეკრულებით, 2023 წელს 160 ერთეული 18-მეტრიანი ავტობუსის კონსოლიდირებულ ტენდერში კომპანია თეგეტა მოტორსმა გაიმარჯვა და 160 ერთეული ავტობუსი უნდა შემოიყვანოს. ამასთან, ხელშეკრულებით მიმწოდებელმა აიღო ვალდებულება საგარანტიო და არასაგარანტიო მომსახურების გაწევაზე და შესაბამისი ხელშეკრულების გაფორმებაზე.

ხელშეკრულებაში ვკითხულობთ, რომ თბილისის სატრანსპორტო კომპანიის თანხმობის საფუძველზე მხარეები თანხმდებიან, რომ თეგეტა მოტორსის სერვის პარტნიორი და ავტობუსების მწარმოებელი MAN TRUCK & BUS SE უფლებამოსილები არიან, გაუწიონ მომსახურება თბილისის სატრანსპორტო კომპანიას.

ხელშეკრულების მიხედვით ტექნიკური მომსახურება მოიცავს ავტობუსის გარანტიის პერიოდში სატრანსპორტო საშუალების შეკეთებას, მათ შორის ავტოსატრანსტო შემთხვევის (ავარიის) შემდეგ.

ხელშეკრულება 2027 წლის 7 ივნისამდე იქნება ძალაში.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები