მერიაში ბიზნესებისთვის პერსონალური კონსულტანტის მომსახურების სერვისი ამოქმედდა, რომლის ფარგლებშიც კომპანიებს საშუალება ექნებათ ქალაქთმშენებლობით წარმოებასთან დაკავშირებული საჭირო ნებისმიერი ინფორმაცია მიიღონ. დედაქალაქის მთავრობაში განმარტავენ, რომ პერსონალური კონსულტანტის მომსახურება შესაძლებელი იქნება წარმოების ნებისმიერ ეტაპზე. რას ცვლის ბიზნესებისთვის პერსონალური კონსულტანტის მომსახურების სერვისი, რამდენად იყო აღნიშნული სერვისის ამოქმედების საჭიროება და რა იქნება მისი საფასური ?