მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ

მერიის „ჩემი ადვოკატი“ 2024 წელს 20 000-ზე მეტ მოქალაქეს მოემსახურა, საიდანაც 700-მდე საქმე მოიგო

კახა კალაძე

„ჩემი ადვოკატი“ გასულ წელს 20 000-ზე მეტ მოქალაქეს მოემსახურა, საიდანაც 700-მდე საქმე მოიგო - ამის შესახებ თბილისის მერმა, კახა კალაძემ დედაქალაქის მთავრობის სხდომაზე განაცხადა.

„მინდა, თბილისის მოსახლეობას შევახსენო, რომ თქვენს სამსახურშია თბილისის მერიის მიერ დაფუძნებული ა(ა)იპ „ჩემი ადვოკატი“, რომელიც სრულიად უსასყიდლოდ გაგიწევთ იურიდიულ დახმარებას სამოქალაქო თუ ადმინისტრაციულ სამართალში. „ჩემი ადვოკატი“ ეხმარება მოქალაქეებს
სამართლებრივი დოკუმენტაციის შედგენაში, ასევე, ახორციელებს წარმომადგენლობას, როგორც სასამართლო, ისე ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოებში. „ჩემი ადვოკატი“ ყოველწლიურად 20 000-ზე მეტ მოქალაქეს ეხმარება იურიდიული საკითხების გადაჭრაში. გასულ წელს მათ 700-მდე საქმე მოიგეს. ამ სერვისის მიღება შეგიძლიათ თბილისის ათივე რაიონში, გამგეობების სერვისცენტრებში“, - აღნიშნა კახა კალაძემ.

მისივე თქმით, მოქალაქეთა მომსახურების გარდა, „ჩემი ადვოკატი“ ეხმარება სტუდენტებს, გაიარონ სამართლებრივი პრაქტიკა.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები