თბილისის მერმა, 17 იანვარს მთავრობის სხდომიდან ვაკანსიების გამოცხადება დააანონსა. კახა კალაძემ თქვა, რომ პოზიციების მიხედვით სახელფასო სარგო 1862 ლარიდან 3325 ლარამდე იქნება.
განაცხადების მიღების ვადა 26 იანვარს ამოიწურა. დედაქალაქის მერიიდან BM.GE-სთვის მიწოდებული ინფორმაციის თანახმად, უწყებამ 385 განაცხადი მიიღო და უკვე დაწყებულია განცხადებების განხილვა.
მიუხედავად იმისა, რომ ონლაინ განაცხადების ვადა ამოწურულია, ხვალ, 30 იანვარს დასაქმების ხელშეწყობის სააგენტოს სათაო ოფისში ვაკანსიებით დაინტერესებულ პირებთან გასაუბრება ჩაინიშნა. სააგენტოს ინფორმაციით, მერიის თანამშრომლები დაინტერესებულ პირებს ვაკანსიის დეტალებს ადგილზე გააცნობენ.
მერია სულ 65 თანამშრომელს ეძებს. რაც შეეხება ანაზღაურებას, რომელიც მონიტორინგის სამსახურის 3 კატეგორიაზე გამოცხადდა, ხელფასი კატეგორიების მიხედვით შემდეგნაირია:
- I კატეგორიაზე - 3 325 ლარი;
- II კატეგორიაზე -2 660 ლარი;
- III კატეგორიაზე -1 862 ლარი.
მერიის განმარტებით - "მონიტორინგის სამსახურის ფუნქცია კი არის არასწორად პარკირებულ ავტომობილებზე შესაბამისი რეაგირების მოხდენა. სამუშაოს დრო კვირაში 40 საათია".