მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

მერის მოადგილის მტკიცებით, "სითი პარკის" დავალიანებების ამნისტია არჩევნებთან კავშირში არ არის

5e4d021c4fb62
ინგა მურუსიძე
19.02.20 13:46
814
თბილისის მერის მოადგილე მაია ბითაძე ამბობს, რომ „სითი პარკის“ მიერ გამოწერილი დავალიანებების ამნისტია არჩევნებთან კავშირში არ არის.

ჟურნალისტი დაინტერესდა შეიძლება თუ არა ჯარიმების ჩამოწერა ჩაითვალოს მოსახლეობის მოსყიდვად.

„კითხვა არასწორად არის დასმული, რადგან ჯერ წინასაარჩევნო პერიოდი არ არის, ხოლო ამნისტიის საშუალების უფლება არსებობს ნებისმიერ დროს. ზოგადად, ნებისმიერი ქმედება, რომელსაც სახელმწიფო ახორციელებს იმისთვის, რომ სამართლიანი გახადოს ნებისმიერი მოცემულობა მოქალაქეებისთვის, კეთდება იმისთვის, რომ მოსახლეობის მდგომარეობა შეამსუბუქოს. სახელმწიფო იმისთვის აკეთებს ყველაფერს, რომ ადამიანების მდგომარეობა გააუმჯობესოს, შესაბამისად, კითხვა არის არასწორი“, - განაცხადა ბითაძემ.

შეგახსენებთ, რომ თბილისის მერის, კახა კალაძის ინიციტივით, კომპანია „სითი პარკის“ მიერ გამოწერილი ჯარიმების ამნისტია მოხდება.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები