მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

"მერიტოს" ყოველწლიურ დაჯილდოებისთვის პროექტის წარდგენის ვადა 7 ივნისამდე გახანგრძლივდა

one point

"მერიტოს" ყოველწლიურ დაჯილდოებისთვის პროექტის წარდგენის ვადა 7 ივნისამდე გახანგრძლივდა.

One Point-ის ორგანიზებით, საქართველოში პირველად, ბიზნესსამიტი Merito ჩატარდება, რომელიც სხვადასხვა სფეროს პროფესიონალების საზეიმო დაჯილდოებასა და ნეთვორქინგ აქტივობებს ბიზნესის წარმომადგენლებისთვის გააერთიანებს.

„მერიტო“ დაჯილდოების მიზანი შიდა კორპორაციული მეწარმეობის წახალისება, დარგების განვითარება, ბიზნესში მოქმედი პროფესიონალების დაფასება და აღიარებაა.

სწორედ ამიტომ, დაჯილდოებაში მონაწილეობის მიღება შეუძლია ნებისმიერ პროექტს, რომელმაც, 2023 წლის განმავლობაში, კომპანიის განვითარებას ხელი მნიშვნელოვნად შეუწყო. დაჯილდოებისთვის პროექტების წარდგენის ვადად კი 7 ივნისი განისაზღვრა.

„მერიტოს" ჟიური განიხილავს და შეაფასებს მონაწილეთა მიერ წარდგენილ პროექტებს, შემდეგი კრიტერიუმებით: პროექტის გავლენა და მასშტაბურობა, კრეატიულობა და ინოვაციურობა და პროექტის კომპლექსურობა.

წლის პროფესიონალებს კი დაჯილდოება 19 ივლისს, წინანდალში, "მერიტოს" ბიზნესსამიტზე გამოავლენს.

რეგისტრაციისთვის ეწვიეთ ბმულს: https://bit.ly/4cZuhJ5

დამატებითი ინფორმაციისთვის კი დაუკავშირდით One Point-ს მეილზე: infoaward@onepoint.ge

წინანდალში ბიზნესსამიტი Merito გაიმართება

ბიზნესსამიტი "მერიტო" 6 ივნისის ნაცვლად 19 ივლისს გაიმართება

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები