გერმანიის კანცლერი ანგელა მერკელი ქვეყნის პარლამენტს მოუწოდებს, დაამტკიცოს კანონი, რომელიც რეგიონების ლიდერებს დაავალდებულებს, დაინფიცირების მაჩვენებლის გარკვეულ დონემდე გაზრდის შემთხვევაში ლოქდაუნი და ე.წ კომენდანტის საათი დააწესონ. ამის შესახებ ინფორმაციას Reuters-ი ავრცელებს.
„სამწუხაროდ, დღეს კიდევ მიწევს იმის თქმა, რომ ვითარება სერიოზულია, ძალიან სერიოზული და ის ყველამ სერიოზულად უნდა აღვიქვათ“, - აღნიშნა კანცლერმა.
მისივე თქმით, ქვეყანა მესამე ტალღამ მოიცვა და ჯანდაცვის თანამშრომლები დახმარებას ითხოვენ.
„რეანიმაციების თანამშრომლები დახმარებას დახმარებაზე ითხოვენ და ვინ ვართ, რომ მათი თხოვნა უგულვებელვყოთ?“- განაცხადა მერკელმა.
შეგახსენებთ, გერმანიის მთავრობამ მხარი დაუჭირა საკანონმდებლო ცვლილებებს, რომელიც რეგიონების ლიდერებს ავალდებულებს, დაინფიცირების მაჩვენებლის გარკვეულ დონემდე გაზრდის შემთხვევაში ლოქდაუნი და ე.წ კომენდანტის საათი დააწესონ. ცვლილებებს ამჟამად გერმანიის საკანონმდებლო ორგანოში განიხილავენ.