მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ

მერცი სლოვაკეთს EU-ს დაფინანსების შეჩერებით ემუქრება

კოალიცია

გერმანია სლოვაკეთისთვის ევროკავშირის დაფინანსების შეჩერებას განიხილავს თუ ქვეყანა ბლოკის კურსიდან გადახვევას განაგრძობს.

ამის შესახებ გერმანიის ახლად არჩეულმა კანცლერმა ფრიდრიხ მერცმა განაცხადა. მერცის კრიტიკა ასევე ეხებოდა უნგრეთს, რომლისთვის ევროკავშირს დაფინანსების დიდი ნაწილი უკვე შეჩერებული აქვს, ქვეყანაში კანონის უზენაესობასთან დაკავშირებული შემაშფოთებელი ქმედებების გამო. როგორც Bloombeg-ი წერს, მერცის მუქარა სლოვაკეთისა და უნგრეთის მიმართ აჩვენებს, რომ გერმანიის კანცლერს სურს ევროკავშირის ამ ორი წევრის საკითხის მთელი სიმწვავით დადგეს დღის წესრიგში.

"თუ უნგრეთი და სლოვაკეთი ამ კურსს გააგრძელებ, მათთან კონფლიქტს თავიდან ვერ ავირიდებთ. არ უნდა მივცეთ მათ ნება, რომ მთელი ევროკავშირი პატარა უმცირესობაზე იყოს დამოკიდებული (გადაწყვეტილების მიღებისას)", - აცხადებს მერცი.

უნგრეთის პრემიერი, რომელიც უკვე 15 წელია ხელისუფლებაშია, კვლავ ევროკავშირის კრიტიკის ობიექტი გახდა დაანონსებული საკანონმდებლო ცვლილებების გამო. ორბანის მთავრობა აპირებს მიიღოს კანონი, რომლითაც დაფინანსება შეუმცირდებათ არასამთავრობო და მედია ორგანიზაციებს, რომლებზეც ორბანი ამტკიცებს, რომ ქვეყნის სუვერენიტეტისთვის საფრთხეს წარმოადგენენ. ეს ჰგავს ვლადიმერ პუტინის ქმედებებს რუსეთში და მის ანგარიშსწორებას ქვეყნის შიგნით მოწინააღმდეგეებთან.

იგივე ხდება სლოვაკეთის შემთხვევაშიც. როგორც Bloomberg-ი წერს, პრემიერი რობერტ ფიცო ევროკავშირს აკრიტიკებს და ორბანის მოკავშირეა. ის ასევე გამოირჩევა ანტიუკრაინული განწყობებით და აკრიტიკებს უკრაინას და სტუმრობს მოსკოვს და პუტინთან შეხვედრას მართავს.

.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები