მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

გერმანიის კანცლერმა EU-ს ბიუჯეტის რამდენიმე ასეული მილიარდი ევროთი შემცირება მოითხოვა

გაყინული რუსული აქტივები

გერმანიის კანცლერმა, ფრიდრიხ მერცმა ევროკომისიის მიერ წარდგენილი ევროკავშირის თითქმის €2-ტრილიონიანი ($2.18 ტრილიონი) ბიუჯეტის პროექტი გააკრიტიკა და მისი რამდენიმე ასეული მილიარდი ევროთი შემცირება მოითხოვა. როგორც ირკვევა, დუბლინში, ირლანდიის პრემიერ-მინისტრ მიშელ მარტინთან გამართულ ერთობლივ პრესკონფერენციაზე გერმანიის მთავრობის ხელმძღვანელმა ბრიუსელის ინიციატივას მიუღებელი და უსამართლო უწოდა. გერმანიის კანცლერის შეფასებით, ევროპულ ინსტიტუტებში 2,500 ახალი შტატის დამატება სრულიად მიუღებელია.

მისი თქმით, მაშინ, როდესაც გერმანია 2029 წლისთვის სახელმწიფო აპარატის 8%-ით შემცირებას გეგმავს, ევროკავშირის სტრუქტურების გაფართოება დაუშვებელია.

რაც შეეხება თავად ევროკავშირის პოზიციას, ოფიციალური ბრიუსელი ახალი შტატების შექმნის საჭიროებას გეოპოლიტიკური კრიზისებითა და გაზრდილი სამუშაო დატვირთვით განმარტავს.

სიმბოლურია, რომ მერცმა ბიუჯეტის საკითხზე კრიტიკა საჯაროდ ირლანდიის პრემიერთან შეხვედრისას გააჟღერა. ცნობისთვის, ევროკავშირის საბჭოს თავმჯდომარე ქვეყნის სტატუსით სწორედ ეს ქვეყანა წარადგენს ოქტომბერში ბიუჯეტის ახალ პროექტს. შესაბამისად, მერცი მოელის, რომ მას ოფიციალური დუბლინისაგან მხარდაჭერა ექნება.

შეგახსენებთ, ევროკავშირის ბიუჯეტის დამტკიცებას წევრი ქვეყნების ერთსულოვანი თანხმობა სჭირდება.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები