საუდის არაბეთის სახელმწიფო ნავთობკომპანია Saudi Aramco-ს შემოსავლები მე-3 კვარტალში 2.3%-ით შემცირდა. კონკრეტულად, თუ გასული წლის ანალოგიურ პერიოდში კომპანიამ $27.7 მილიარდის მოგება მიიღო, გასულ სამ თვეში ამაზე $600 მილიონით ნაკლების მოგება ნახა. როგორც Aramco-ს წარმომადგენლები განმარტავენ, მიზეზი აგვისტო-ოქტომბრის პერიოდში ნავთობისა და ნავთობპროდუქტების ფასების შემცირება გახდა.
მართალია, ბოლო თვეში ამ კუთხით შემოსავლები გაიზარდა, თუმცა მესამე კვარტალის პირველ ნახევარში დაფიქსირებული დანაკლისის ამოსავსებად ეს საკმარისი არ აღმოჩნდა. შეგახსენებთ, Saudi Aramco-ს შემოსავლებს მნიშვნელოვანი ზეგავლენა აქვს საუდის არაბეთის სახელმწიფო ბიუჯეტზე, შესაბამისად, მისი წარმატება ქვეყნისთვის სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანია.




























