მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

მესამე კვარტალში ეკონომიკური აგენტების 11 720 კონცენტრაცია დარეგისტრირდა - შედეგები

კონკურენციის სააგენტო

კონკურენციისა და მომხმარებლის დაცვის სააგენტოს(GCCA) ინფორმაციით, 2024 წლის მესამე კვარტალში, საქართველოში - ეკონომიკური აგენტების 11 720 კონცენტრაცია დარეგისტრირდა.

კონკურენციის სააგენტოს ცნობით, იდენტიფიცირებული მონაცემების მიხედვით 11692 შემთხვევა, წილის მოცულობის გათვალისწინებით ან/და ტრანზაქციებში მონაწილე პირთა ერთობლივი წლიური შემოსავლების შესახებ, შემოსავლების სამსახურისგან მიღებულ ინფორმაციაზე დაყრდნობით - წინასწარი შეტყობინების ვალდებულების წარმოშობისთვის აუცილებელ კრიტერიუმებს არ აკმაყოფილებდა. 28 შემთხვევა აკმაყოფილებდა, საიდანაც 22 მოექცა კონკურენციის კანონმდებლობით განსაზღვრულ გამონაკლისებში, რამაც ისინი სააგენტოსთვის წინასწარი შეტყობინების წარმოდგენის ვალდებულებისგან გაათავისუფლა.

"დარჩენილ 6 შემთხვევაში, სააგენტოს შეფასებით, სავარაუდოდ - ადგილი ჰქონდა კონცენტრაციის თაობაზე სააგენტოსთვის წინასწარ შეტყობინების ვალდებულებას, შესაბამისად, აღნიშნული ეკონომიკური აგენტების მიმართ სააგენტომ საქმისწარმოება დაიწყო.

სავალდებულო შეტყობინებას დაქვემდებარებული კონცენტრაციის GCCA-ის გვერდის ავლით, მის მიერ შეტყობინების განხილვამდე ან უარყოფითი დასკვნის მიუხედავად განხორციელების შემთხვევაში, შეტყობინების წარდგენის ვალდებულების მქონე პირი ჯარიმდება.

GCCA-ისთვის წინასწარ სავალდებულო წერილობით შეტყობინებას ექვემდებარება კონცენტრაცია თუ მისი მონაწილე პირების ერთობლივი შემოსავალი საქართველოს ტერიტორიაზე, შეტყობინების წარმოდგენის ვალდებულების წარმოშობის წინა ფინანსური წლის მდგომარეობით, 20 მილიონ ლარს აღემატება და ამასთან, კონცენტრაციის მონაწილე მინიმუმ ორი პირიდან თითოეულის ერთობლივი შემოსავალი 5 მილიონ ლარზე მეტია. კონცენტრაციის შესახებ შეტყობინების განხილვის საფასურია 5000 ლარი", - ნათქვამია სააგენტოს ინფორმაციაში.

აღსანიშნავია, რომ 2024 წელს, GCCA-ის მიერ 47 644 კონცენტრაცია გადამოწმდა. საანგარიშო პერიოდში, 9 კონცენტრაციაზე გაიცა თანხმობა. ამ დროისთვის, 5 კონცენტრაციაზე კონკურენტულ გარემოსთან თავსებადობის საკითხის შეფასება მიმდინარეობს, ხოლო 6 შემთხვევაში ადმინისტრაციული საქმისწარმოება დაიწყო.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები