მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

მესაქონლეობის მიმართულებით თანადაფინანსება ახალი პირობებით გაიცემა - რა იცვლება

მესაქონლეობა
25.12.23 21:30
2366

მსხვილფეხა მეცხოველეობის განვითარებისათვის ახალი სახელმწიფო პროგრამა განხორციელდება. სოფლის განვითარების სააგენტოს ინფორმაციით, ამის შესახებ ცნობილი საქართველოს მთავრობის სხდომაზე გახდა.

სააგენტოს ინფორმაციით, ეს პროგრამა ხელს შეუწყობს ქვეყანაში თანამედროვე სტანდარტების მსხვილფეხა მეცხოველეობის მიმართულების ფერმების ჩამოყალიბებას და ფუნქციონირებას.

"მეცხოველე ფერმერებისთვის, იქმნება ბიზნესის გაფართოების და სრულყოფის შესაძლებლობები. კერძო სექტორს შესაძლებლობა ექნება შეიძინოს მაღალპროდუქტიული ჯიშები და განახორციელოს ფერმების სათანადო აღჭურვა-მოდერნიზაცია.

პროგრამის განხორციელება ხელს შეუწყობს თანამედროვე სტანდარტების დანერგვას, რითაც
უზრუნველყოფილი იქნება ცხოველთა ჯანმრთელობის, წარმოების ჰიგიენისა და სურსათის
უვნებლობის მოთხოვნების დაკმაყოფილება. პროგრამის ფარგლებში შემუშავებულია ფერმის
აშენების, რეკონსტრუქციისა და აღჭურვისთვის შესაბამისი მოთხოვნები, რომელიც გულისხმობს
ფერმაში საწარმოო პროცესების მექანიზაციისა და ავტომატიზაციისთვის საჭირო დანადგარ-
მოწყობილობებით აღჭურვას.

აღნიშნულის ფარგლებში, შეღავათიანი აგროკრედიტს სამი ახალი ქვეკომპონენტი დაემატება: ა)
მაღალპროდუქტიული მერძეული, მეხორცული, კომბინირებული მიმართულების და სანაშენე ფერმის
დაფინანსებისთვის; ბ) სასუქი მსხვილფეხა პირუტყვის სადგომის მოწყობის დაფინანსებისათვის; გ)
მსხვილფეხა პირუტყვის მცირე ფერმერული მეურნეობების დაფინანსებისათვის.

აღსანიშნავია, რომ მაღალპროდუქტიული მსხვილი ფერმების მოწყობისათვის გათვალისწინებულია 5
მლნ. ლარამდე სესხის პროცენტის დაფინანსება 11% ოდენობით, 7 წლის განმავლობაში.

სასუქი მსხვილფეხა პირუტყვის სადგომის მოწყობისათვის ჩნდება კომპონენტი, რომლითაც შესაძლებელი იქნება 1 მლნ. ლარამდე სესხის აღება, რომლის პროცენტის დაფინანსება განხორციელდება 11% ოდენობით, 4 წლის განმავლობაში.

ასევე, რძის მწარმოებელი მცირე ფერმერული მეურნეობისათვის გათვალისწინებული იქნება საგრანტო
კომპონენტი, 40 ათას ლარამდე და დამატებით 250 ათას ლარამდე სესხის პროცენტის დაფინანსება
11% ოდენობით, 4 წლის განმავლობაში.

დეტალური ინფორმაცია:
ა) მაღალპროდუქტიული მერძეული, მეხორცული, კომბინირებული მიმართულების და სანაშენე ფერმის მოწყობა

 პროგრამის პირველი მიმართულებისთვის სახელმწიფო თანადაფინანსებაა, სესხის პროცენტის
სუბსიდირება 11%. სესხის მაქსიმალური რაოდენობა თითო ფერმაზე შეადგენს 5 000 000 ლარს,
სესხის პროცენტის თანადაფინანსების ხანგრძლივობაა არაუმეტეს 7 წელი.

 დახმარების პაკეტი განკუთვნილია 25 სული (ფური) და მეტი, როგორც მერძეული, ასევე მეხორცული, კომბინირებული მიმართულების და სანაშენე ფერმის აშენება რეკონსტრუქცია/აღჭურვისთვის, ცოცხალი მსხვილფეხა სანაშენე პირუტყვის შესაძენად, საკვებწარმოებისთვის საჭირო ტექნიკის შესაძენად, ფერმის მართვის ელექტრონული სისტემის შეძენა-დანერგვისათვის, რძის გამაციებელი ავზის შეძენისთვის, ჭაბურღილის ან/და შესაბამისი წყალმომარაგების სისტემის მოსაწყობად.

ბ) სასუქი მსხვილფეხა პირუტყვის სადგომის მოწყობა

 პროგრამის მეორე მიმართულებისთვის სახელმწიფო თანადაფინანსებაა, სესხის პროცენტის
სუბსიდირება 11%. სესხის მაქსიმალური რაოდენობა თითო ფერმაზე შეადგენს 1 000 000 ლარს,
სესხის პროცენტის თანადაფინანსების ხანგრძლივობაა არაუმეტეს 4 წელი.

 დახმარების პაკეტი განკუთვნილია 100 სული და მეტი, მსხვილფეხა პირუტყვის სასუქი სულადობისთვის ფერმის აშენება - სადგომის მოწყობა, რეკონსტრუქცია/აღჭურვა, საკვებწარმოებისთვის საჭირო ტექნიკის შეძენა, ჭაბურღილის ან/და შესაბამისი წყალმომარაგების სისტემის მოწყობა.

გ) მსხვილფეხა პირუტყვის მცირე ფერმერული მეურნეობების მოწყობა

 პროგრამის მესამე მიმართულება მოიცავს მცირე ფერმერული მეურნეობისათვის როგორც საგრანტო, ასევე საკრედიტო შესაძლებლობას. გრანტი არაუმეტეს 40 000 ლარი. სესხის მაქსიმალური რაოდენობა თითო ფერმაზე შეადგენს 250 000 ლარს, სესხის პროცენტის სუბსიდირება 11%. სესხის პროცენტის თანადაფინანსების ხანგრძლივობაა არაუმეტეს 4 წელი.

 დახმარების პაკეტი განკუთვნილია არაუმეტეს 25 მეწველი ფურისთვის ფერმის აშენება რეკონსტრუქცია/აღჭურვა, რძის პირველადი დამუშავებისთვის საჭირო აღჭურვილობის შეძენა.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები