ალექსანდრე წულაძე “ოცნების მთავრობის” პირობებში მეშვიდე განათლების მინისტრია. 12 წელი და 8-სჯერ შეცვლილი მინისტრი, მათ შორის ერთი ორი ვადით. დარგის სპეციალისტების შეფასებით, განათლების სექტორი პარტიული პოლიტიკით იმართება და სისტემაში ძირეული ცვლილებებია საჭირო. ვისზეა დამოკიდებული რეფორმები განათლების სფეროში, რა სჭირდება სისტემურ ცვლილებებს, ვინ რა გააკეთა ბოლო 12 წლის განმავლობაში და რა მოლოდინები შეიძლება არსებობდეს ახალი მინისტრის მიმართ, რომელიც პირობას დებს, რომ მისი წინამორბედის დაწყებულ რეფორმებს გააგრძელებს.