მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ

მესის საკოლექციო ბარათი $1,5 მილიონად გაიყიდა

მესის საკოლექციო ბარათი

არგენტინის ლეგენდა და ყველა დროის ერთ-ერთი საუკეთესო მოთამაშე ლიონელ მესი თითქმის ორი ათწლეულის განმავლობაში ამყარებდა რეკორდებს მოედანზე. ახლა კი ის ისტორიის გადაწერას მოედნის მიღმაც აგრძელებს.

“Fanatics Collect“-ის ახალ კერძო გაყიდვების ქსელში 2004-05 წლების “Panini Mega Cracks“-ის უნაკლო ახალწვეულის ბარათი, რომელიც “ინტერ მაიამის“ სუპერვარსკვლავს ეკუთვნის, გასაყიდად $1.5 მილიონად გაიტანეს, რითაც დამყარდა რეკორდი, როგორც ყველაზე ძვირად ღირებული ფეხბურთელის ბარათი ისტორიაში.

ეს თანხა აღემატება 2022 წელს 1958 წლის პელეს “Alifabolaget“-ის ბარათში გადახდილ $1.33 მილიონს და სულ ცოტა ხნით ადრე კიდევ ერთ მესის ახალწვეულის ბარათსაც, რომელიც $1.1 მილიონად გაიყიდა.

აშშ-ში სავაჭრო ბარათებში გადახდილ დიდ ფულთან ყოველთვის ბეისბოლი, კალათბურთი და ამერიკული ფეხბურთი ასოცირდებოდა. მაგალითად, 1952 წლის „Topps Mickey Mantle“-ის ბარათი 2022 წელს $12.6 მილიონად გაიყიდა. ამ სუპერ ფასს საფეხბურთო ბარათები ჯერ კიდევ ჩამორჩება, თუმცა აშკარად ჩანს, რომ ბაზარი სწრაფად იზრდება.

PSA-მ მესის ბარათის 838 ასლი შეაფასა, თუმცა მხოლოდ 20 მათგანი მიიჩნია “Gem Mint 10“-ად, ანუ სრულყოფილ ხარისხად. კონკრეტული ეგზემპლარი დამატებით აღჭურვილი იყო “Mike Baker Authenticated Diamond“ ეტიკეტითაც, რაც კოლექციონერებისთვის მიუთითებს, რომ ბარათი განსაკუთრებულად ელიტურია.

ფეხბურთს ყოველთვის უწევდა ბრძოლა ამერიკულ სპორტულ ცნობიერებაში თავისი ადგილის მოსაპოვებლად. ახლა კი, მზარდი კოლექციონერების ბაზარზე, ის უკვე სერიოზულ ბიზნესად ყალიბდება, სადაც კოლექციონერების სივრცეში ნამდვილად სოლიდური თანხები იხარჯება.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები