მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

მესტიაში პრეზიდენტის ყოფილი რეზიდენცია საწყის ფასზე 308%-ით ძვირად, 7.5 მილიონ ლარად გაიყიდა

5df398ab0c5e2
შოთა ტყეშელაშვილი
13.12.19 17:58
12887
რამდენიმე წუთის წინ დასრულდა ქონების ეროვნული სააგენტოს მიერ გამართული საჯარო აუქციონი, რომელზეც საქართველოს პრეზიდენტის მესტიის ყოფილი რეზიდენციის შენობა 7,510,000 ლარად გაიყიდა. ეს რეზიდენციის საწყის ფასზე - 1,840,000 ლარზე 308%-ით მეტია. 

ქონების ეროვნული სააგენტოს ინფორმაციით, საპრივატიზებო თანხის გადახდა ელექტრონული აუქციონის დასრულებიდან 45 კალენდარული დღის ვადაში უნდა მოხდეს. საპრივატიზაციო პირობების მიხედვით, ხელშეკრულების გაფორმებიდან არაუმეტეს 42 (ორმოცდაორი) თვის ვადაში შემძენმა, პირადად ან მესამე პირის მეშვეობით, საპრივატიზებო უძრავ ქონებაზე ან მის ნაწილზე, სასტუმრო უნდა შექმნას. 

პრეზიდენტის მესტიის რეზიდენცია 2011 წელს აშენდა, ის 2,592 კვ. მეტრ მიწას და 11,310 კვ. მეტრ მიწის ნაკვეთზე განთავსებულ შენობებს მოიცავს (ს/კ 42.06.41.029).

პრეზიდენტის რეზიდენციის ფოტოები:






გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები