მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

მესტიის მუნიციპალიტეტს რეანომობილი გადაეცა - ჯანდაცვის სამინისტრო

მესტია რეანომობილი
BM. GE
29.10.23 12:25
86

მესტიის მუნიციპალიტეტს, ახალი, მაღალი გამავლობის რეანიმობილი გადაეცა. ამის შესახებ ინფორმაციას ჯანდაცვის სამინისტრო ავრცელებს.

"ევროსტანდარტების შესაბამისი, თანამედროვე სამედიცინო აპარატურით დაკომპლექტებული რეანიმობილით ნებისმიერი სიმძიმის პაციენტის ტრანსპორტირებაა შესაძლებელი და როგორც მესტიის მუნიციპალიტეტის, ისე მხარის მოსახლეობისთვის გადაუდებელი სამედიცინო მომსახურების დროულად მიღება კიდევ უფრო ხელმისაწვდომი გახდა. მესტიის რეფერალური დახმარების ბრიგადა, თბილისიდან მიწვეული სპეციალისტებით დაკომპლექტდა", - წერია სამინისტროს მიერ გავრცელებულ პრესრელიზში.

გარდა ამისა, მათივე ცნობით, მოსახლეობისთვის, მაღალი ხარისხის სამედიცინო სერვისის მიწოდების მიზნით, მესტიის საავადმყოფოს კომპიუტერული ტომოგრაფიის აპარატი გადაეცა. ამჟამად მიმდინარეობს შესაბამისი, კვალიფიციური კადრების შერჩევის პროცესი და კლინიკა, აღნიშნულ სერვისს მოსახლეობას, უახლოეს პერიოდში, ადგილზე მიაწვდის.

ინფორმაციისთვის: ჯანდაცვის სამინისტრომ 2023 წლის ივლისში, ახალი, ევროსტანდარტების შესაბამისი, 120 ერთეული სასწრაფო დახმარების მანქანა, მათ შორის, 15 ერთეული რეანიმობილი შეიძინა, რომელთა გადაცემაც გადაუდებელი დახმარების ცენტრისთვის ეტაპობრივად დაიწყო. გადაუდებელი სამედიცინო დახმარების სერვისის გაუმჯობესებისა და გადაუდებელ შემთხვევებზე ეფექტიანი რეაგირების მიზნით, ავტოპარკის განახლება მუდმივ რეჟიმში გაგრძელდება.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები