მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

მესტვირიშვილის განცხადებით, რუსეთიდან შემოსული კაპიტალის ნაწილით კრიპტოვალუტებს ყიდულობენ

6477444c2c8d9
შოთა ტყეშელაშვილი
31.05.23 23:45
597
საქართველოს ეროვნული ბანკის პრეზიდენტის მოვალეობის შემსრულებლის არჩილ მესტვირიშვილის განცხადებით, რუსეთის ფედერაციიდან საქართველოში გადმორიცხული აქტივების ნაწილით კრიპტოვალუტების შეძენა ხდება. როგორც მესტვირიშვილი განმარტავს, ამ დანიშნულებით ფულადი აქტივების შემოდინებას ქვეყნის ეკონომიკაზე გავლენა ფაქტობრივად არ აქვს, რადგანაც ისინი კრიპტოაქტივებად გარდაიქმნება.

“გასულ წელს ძალიან გაგვეზარდა სწრაფი ფულადი გზავნილებით ფულის შემოდინება. დაახლოებით 2.3 მილიარდი დოლარი იყო რუსეთის ფედერაციიდან. ეს თანხები მიიმართება სხვადასხვა წყაროში. ერთი არის ტრადიციული ფულადი გზავნილები, 2.3 მილიარდის ოდენობით, ასევე კაპიტალის გადმოდინება და დეპოზიტების მიგრაცია, მათ შორის გზავნილების არხებით. დაახლოებით 1.2 მილიარდის ფარგლებში იყო ეს თანხა. ასევე ამ წყაროთი შემოდინებულ სახსრებით კრიპტოაქტივებსაც ყიდულობდნენ. გამომდინარე მიზნობრიობიდან, ამ თანხებს. კრიპტოთი შემოდინებას და გადინებას არავითარი გავლენა არ აქვს ფაქტობრივად და თუკი ის მომავალში შემცირდება, ამას საქართველოზე მნიშვნელოვანი გავლენა არ ექნება,”- განაცხადა არჩილ მესტვირიშვილმა.

2023 წლის აპრილის მდგომარეობით, უცხოური კომპანიები და ფიზიკური პირები ქართულ ბანკებში 7.6 მილიარდი ლარის დეპოზიტებს ინახავენ. აქედან 6.5 მილიარდი ლარი ფიზიკური პირების დეპოზიტებს შეადგენს, ხოლო 1.1 მილიარდი ლარი იურიდიული პირების დეპოზიტებია. ფიზიკურ პირებს შორის ყველაზე მეტი თანხა - 2.4 მილიარდი ლარი ბანკებში რუსეთის მოქალაქეებს აქვთ განთავსებული. 2022 წელს რუსეთის მოქალაქეთა დეპოზიტები 1.9 მილიარდი ლარით გაიზარდა.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები