მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

რუსეთთან პრაგმატული და ძალიან ღირსეული პოლიტიკა გვაქვს, თავისი წითელი ხაზებით - ირაკლი კობახიძე

კობახიძე ზურაბაშვილი

"რუსეთის ფედერაციასთან მიმართებით ჩვენ გვაქვს პრაგმატული და ამასთან ერთად ძალიან ღირსეული პოლიტიკ, თავისი წითელი ხაზებით და ეს წითელი ხაზები არასდროს გადაკვეთილა", - ამის შესახებ პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ "იმედის“ ეთერში განაცხადა.

მან რამდენიმე ქართული ღვინის კომპანიის პროდუქტის რუსეთში ექსპორტის აკრძალვის საკითხზე აღნიშნა, რომ გაუგებარია პოზიცია, რომელიც გამოხატა რუსეთის წარმომადგენელმა მოლაპარაკებებისას. კობახიძე ირწმუნება, რომ ქართულმა მხარემ ამაზე სათანადო პასუხი დააბრუნა.

„რაც შეეხება რუსეთის ფედერაციის მიერ წაყენებულ პირობებს: იქ დემარკაცია, დევნილების არდაბრუნება და ასე შემდეგ, ე.წ სამშვიდობო შეთანხმება. ასეთი განცხადებები კეთდება ხოლმე. ეს არის ძალიან მძიმე მემკვიდრეობა, რომელიც ჩვენ დაგვრჩა. რუსეთის ფედერაციას ოკუპირებული აქვს ჩვენი ტერიტორიები და გამოირჩევა ხოლმე ასეთი განცხადებებით, რომლებიც უპირისპირდება საქართველოს ტერიტორიული მთლიანობის პრინციპს, რაზეც ჩვენ ყოველთვის გვაქვს ხოლმე სათანადო რეაქცია. ბუნებრივია, ვერავითარი დემარკაცია ვერ განიხილება, დევნილების დაბრუნებაც ვერავითარ შემთხვევაში ვერ იქნება ვერავითარი წინაპირობა რამისთვის. რაც შეეხება სამშვიდობო შეთანხმებას, გამომდინარე იქიდან, რომ ჩვენ არ ვაღიარებთ არც ე.წ. აფხაზეთის რესპუბლიკას, არც სამხრეთ ოსეთის რესპუბლიკას, ვერავითარ სამშვიდობო შეთანხმებაზე ვერ იქნება, ბუნებრივია, საუბარი.

ამ ყველა საკითხზე და ე.წ. პირობებზე ჩვენ ყოველთვის ვაფიქსირებდით და დღესაც ვაფიქსირებთ სათანადო პოზიციას. საუბარი იყო ღვინის თემაზეც და ჩვენ ამასთან დაკავშირებითაც გავაკეთეთ განმარტება. აბსოლუტურად გაუგებარია ის პოზიცია, რომელიც გამოხატა რუსეთის ფედერაციის წარმომადგენელმა. არ ვიცი, ეს არის მათი პოზიცია, რაზეც ასევე სათანადო პასუხი ჩვენ, ბუნებრივია, დავაბრუნეთ. ჩვენ ჩვენი პოზიცია გამოვხატეთ იმასთან დაკავშირებით, რომ აბსოლუტურად უსაფუძვლოდ იქნა მიღებული ეს გადაწყვეტილება“, - განაცხადა ირაკლი კობახიძემ.

რუსეთთან ურთიერთობის საკითხებში საქართველოს პრემიერ-მინისტრის სპეციალურმა წარმომადგენელმა გიორგი ზურაბაშვილმა განაცხადა, რომ რუსეთის ფედერაციის წარმომადგენელ მიხაილ გალუზინთან შეხვედრის მთავარი და პრინციპული საკითხი იყო ქართული ღვინის დაბრუნება რუსეთის ბზარზე. მისი თქმით, 5 კომპანიას, რომელიც დასანქცირებულია რუსეთის მიერ, იმედი ჰქონდა, რომ შეზღუდვები ამ შეხვედრის შემდეგ მოეხსნებოდათ, მაგრამ ნაცვლად ამისა მიხეილ გალუზინმა მას აცნობა, რომ კიდევ ორი ქართული ღვინის კომპანიის დასანქცირებას აპირებენ.

მეორე დღეს, განცხადება გააკეთა ირაკლი კობახიძემაც და თქვა, რომ ქართულ მხარეს მოლოდინი ჰქონდა, რომ რუსეთი ქართულ კომპანიებს სასანქციო სიიდან ამოიღებდა, რადგან შესაბამისი დაპირება "რუსეთ-საქართველოს ბიზნესსაბჭოს" თავმჯდომარის - იური ბალაშოვისგან ჰქონდათ მიღებული.

"ჩვენთვის მთავარი და პრინციპული საკითხი იყო ქართული ღვინის დაბრუნება რუსეთის ბაზარზე" - გიორგი ზურაბაშვილი მიხაილ გალუზინთან შეხვედრაზე

გვქონდა დაპირება, რომ რუსეთი შვიდივე ქართულ კომპანიას სანქციებს მოუხსნიდა - კობახიძე

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები