ტექნოლოგიურმა გიგანტმა Meta-მ ბირთვული ენერგიის სექტორში ისტორიული მასშტაბის ინვესტიცია დააანონსა. კომპანიამ ხელშეკრულებები გააფორმა სამ ამერიკულ ენერგეტიკულ კომპანიასთან, მათ შორისაა: Vistra, TerraPower და Oklo, რაც მიზნად ისახავს 2035 წლისთვის 6.6 გიგავატის სიმძლავრის ბირთვული ენერგიის მობილიზებას.
ინვესტიციის მიზეზი და მიზანი ხელოვნური ინტელექტის განვითარება და მონაცემთა ცენტრების მზარდი ენერგომოთხოვნის დაკმაყოფილებაა.
Meta-ს წარმომადგენლობის განცხადებით, ეს მეგაპროექტი არა მხოლოდ კომპანიის AI-ამბიციებს მოემსახურება, არამედ გააძლიერებს აშშ-ის ენერგეტიკულ ინფრასტრუქტურას და დაეხმარება ქვეყანას ჩინეთთან AI-რბოლაში გამარჯვებაში.
კომპანიის გეგმა მოიცავს როგორც არსებული ატომური ელექტროსადგურების მუშაობის ვადების გაგრძელებას, ისე უახლესი ტექნოლოგიების, კერძოდ, მცირე მოდულური რეაქტორების განვითარების მხარდაჭერას და ახალი ინფრასტრუქტურის შექმნას.
ზუსტად რა მოცულობის ინვესტიციის გაღება მოუწევს მარკ ცუკერბერგის კომპანიას ამ მასშტაბური პროექტის განსახორციელებლად, ამ ეტაპზე უცნობია.




























