მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

Amazon-მა 12 ბირთვული რეაქტორის აშენება გადაწყვიტა

x-energy
სტატიაში საუბარია:

ამერიკულმა Amazon-მა და X-energy-მ ბირთვული ენერგიის სფეროში ახალი შეთანხმება გააფორმეს. ტექნოლოგიური გიგანტი ინდიანას შტატში 960 მეგავატის სიმძლავრის სადგურის განვითარებას დააფინანსებს.

არსებული ინფორმაციით, ტერიტორიაზე X-energy-ის წარმოებული 12 მცირე მოდულური ბირთვული რეაქტორი განთავსდება. გამომუშავებულ ენერგიას ობიექტი პირდაპირ Amazon-ის მონაცემთა ცენტრებს მიაწვდის.

მნიშვნელოვანია ითქვას, რომ ეს Amazon-სა და X-energy-ს შორის გაფორმებული რიგით მეორე კომერციული გარიგებაა. ახალი შეთანხმების მოცულობა სამჯერ აჭარბებს პირველი კონტრაქტის მაჩვენებლებს.

საერთო ჯამში, პარტნიორები 2039 წლამდე მიზნად დამატებით 5 გიგავატის სიმძლავრის ბირთვული სადგურების აშენებას ისახავენ.

შეგახსენებთ, რომ მცირე მოდულური რეაქტორების განვითარებით ტექნოლოგიური კომპანიები ბირთვული ინდუსტრიის გამოცოცხლებას ცდილობენ. ამ მიმართულებით Amazon-ის, Meta-ს, Microsoft-ისა თუ Google-ის გააქტიურება იმ მარტივი მოცემულობითაა განპირობებული, რომ ტექნოლოგიური გიგანტების სამყოფი ელექტროენერგია აშშ-ში ფიზიკურად აღარ არის.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები