ამერიკულმა ტექნოლოგიურმა გიგანტმა, Amazon-მა ბირთვული ენერგიის მისაღებად კომპანია Constellation Energy-სთან 20-წლიანი შეთანხმება გააფორმა. აღნიშნული გარიგება ინფრასტრუქტურის განვითარებაში $3 მილიარდის ინვესტირებას გულისხმობს. დოკუმენტის მიხედვით, Amazon-ი მერილენდის შტატში მდებარე სადგურიდან 690 მეგავატის მოცულობის ენერგიას მიიღებს.
აღსანიშნავია, რომ ხელშეკრულება 2030-დან 2032 წლამდე პერიოდში სადგურის წარმადობის 190 მეგავატით გაზრდასაც უზრუნველყოფს. ამასთან, კომპანიებმა 13-შტატიანი ბაზრის მასშტაბით ელექტროენერგიის საცალო მიწოდების შეთანხმებაც გააფორმეს. მნიშვნელოვანია ითქვას, რომ გენერირებული ენერგია გაიგზავნება პირდაპირ რეგიონულ ქსელში, რომელიც კორპორაციას ენერგეტიკული ხარჯების მართვაში დაეხმარება.
ხელოვნური ინტელექტისა და მონაცემთა ცენტრების განვითარების ფონზე მსხვილ ტექნოლოგიურ კომპანიებში უწყვეტ ელექტროენერგიაზე მოთხოვნა მნიშვნელოვნად გაიზარდა და აქ გამონაკლისი არც Amazon-ია.
Constellation-თან შეთანხმების პარალელურად, Amazon-მა X-energy-ის მცირე მოდულური რეაქტორების განსავითარებლად $500-მილიონიანი ინვესტიციაც განახორციელა.
























