მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

META-მ VR-თამაშების გამოწერის სერვისი გაუშვა, რომელიც თვეში $7.99 ღირს

649c57d303693
გიორგი არონია
29.06.23 00:00
775

მსოფლიოს ერთ-ერთმა უმსხვილესმა ტექნოლოგიურმა კომპანიამ, ამერიკულმა Meta-მ, რომელიც ვირტუალური რეალობის სფეროში ერთ-ერთ პიონერად ითვლება, VR-თამაშების გამოწერის სერვისი Meta Quest+ გაუშვა, რომელიც თვეში $7.99 ღირს.

აღნიშნული სერვისის გამოწერით, მომხმარებლები თვეში ორ VR-თამაშს მიიღებს. ამ სერვისის გამოყენება შეიძლება, როგორც Quest 2-ზე, ასევე Quest Pro-სა და მოსალოდნელ Quest 3-ზე, რომელიც მარკ ცუკერბერგმა ივნისის დასაწყისში დააანონსა.

გამოწერის სერვისის დანერგვით, Meta შემოსავლის ალტერნატიულ წყაროს მიიღებს, რომელიც, სავარაუდოდ, ვირტუალური და გაფართოებული რეალობის მიმართულებას, Reality Labs-ს მოხმარდება. აღნიშნული გადაწყვეტილება მოულოდნელი არ არის, რადგან მიმდინარე წლის პირველი კვარტალი Reality Labs-მა $4-მილიარდიანი წაგებით დაასრულა, რამაც ინვესტორების უარყოფითი სენტიმენტები გაამძაფრა, Meta-ს აქციების ფასი კი 3.5%-ით შემცირდა.

ცნობისთვის გეტყვით, რომ Meta-ს უახლესი სერვისი უკვე გაშვებულია. პირველი ვიდეოთამაშები, რომლებსაც მომხმარებლები ივლისში მიიღებენ, Pixel Ripped 1995 და Pistol Whip-ი იქნება. მოგვიანებით, Meta-ს მომხმარებლები Walkabout Mini Golf-სა და Mothergunship: Forge-ი.


საქართველოს ბანკის" მობილბანკით 6000-მდე ისეთი ცნობილი კომპანიის აქციონერი შეგიძლია გახდე, როგორიცაა: Apple, Microsoft, Amazon, Tesla, Berskhire Hathaway, Meta, Twitter და სხვა. დაიწყე ინვესტირება ნებისმიერი თანხით.

 



გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები