მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

Meta, OpenAI და Microsoft-ი AMD-ის AI-პროცესორებს გამოიყენებენ - რა ბედი ელის NVIDIA-ს?

AMD

მსოფლიოს რამდენიმე უმსხვილესმა კომპანიამ, მათ შორის Meta-მ, Microsoft-მა და მისმა შვილობილმა OpenAI-მ განაცხადეს, რომ ხელოვნური ინტელექტის განვითარებისთვის საჭირო კომპიუტერული სიმძლავრეების შესაქმნელად ამერიკული AMD-ის მიერ წარმოებულ AI-პროცესორს, Instinct MI300X-ს გამოიყენებენ, რაც ნიშნავს, რომ ამ ბაზარზე NVIDIA-ს პირდაპირი კონკურენტი გამოუჩნდა. კომპანიებისთვის ზემძლავრი პროცესორების მიწოდებას ამერიკული კომპანია მომავალი წლის დასაწყისში დაიწყებს, რამაც, წესით და რიგით, AI-პროცესორების ფასის კლება უნდა მოჰყვეს.

AMD-ის AI-პროცესორი ახალი თაობის არქიტექტურას ეფუძნება, რომელზედაც 192-გიგაბაიტიანი მეხსიერების ბარათი HBM3 არის დაშენებული, რომელსაც მონაცემების მიმოცვლა იმ სისწრაფით შეუძლია, რომელსაც დიდი ნეირონული ქსელების გამართული ოპერირებისთვის არის საჭირო. ამის ფონზე, AMD-ის უახლესი პროცესორი NVIDIA-ს ფლაგმანური პროცესორის, H100-ის მთავარ კონკურენტად უნდა მივიჩნიოთ.

მსგავსება, სავარაუდოდ, საფასო კატეგორიაშიც იქნება, მაგრამ არსებობს მოსაზრება, რომ Instinct MI300X შედარებით უფრო იაფი იქნება, ვიდრე H100, რადგან, წინააღმდეგ შემთხვევაში, ამერიკულ კომპანიას NVIDIA-სთან კონკურენცია გაუჭირდება. აღშნინული დინამიკა, გარკვეულწილად, კომპანიის ფინანსურ პროგნოზებშიც იკითხება, რადგან, როგორც ცნობილი გახდა, 2024 წელს, GPU-ების გაყიდვით AMD ორი მილიარდი დოლარის მიღებას ვარაუდობს, როცა NVIDIA-მ პროცესორების გაყიდვით 14 მილიარდის შემოსავალი მიიღო, თანაც მხოლოდ გასულ კვარტალში.

როგორც AMD-ში აცხადებენ, მომდევნო ოთხი წლის განმავლობაში AI-პროცესორების ბაზრის ზომა 400 მილიარდ დოლარამდე გაიზრდება, რაც ლამის ორჯერ მეტია, ვიდრე ის მაჩვენებელი, რომელსაც კომპანია ადრე პროგნოზირებდა.

"საქართველოს ბანკის" მობილბანკით 6000-მდე ისეთი ცნობილი კომპანიის აქციონერი შეგიძლია გახდე, როგორიცაა: Apple, Microsoft, Amazon, Tesla, Berskhire Hathaway, Meta, Twitter და სხვა. დაიწყე ინვესტირება ნებისმიერი თანხით.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები