მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

Meta-ს დამფუძნებელი ბუნკერს იშენებს

Meta-ს დამფუძნებელმა და მილიარდერმა მარკ ზაკერბერგმა გასულ წელს მოძიებულ მიწაზე, რომელიც ჰავაიში მდებარე კუნძულ კაუაიზე მდებარეობს, გადაწყვიტა რომ მიწისქვეშა ბუნკერი აიშენოს და ასე დაიცვას თავიც და საკუთარი ოჯახიც აპოკალიფსისგან. მე ვერ გეტყვით, რას ელოდება ბუნებისგან, ზაკერბერგი, მაგრამ ინტერნეტსივრცეში გავრცელდა ფოტოები, როგორი იქნება მისი ბუნკერი ოკეანის სანაპიროზე, ოღონდ მიწისქვეშ.

მარკ ზაკერბერგი ბუნკერის ასაშენებლად 260 მლნ დოლარის დახარჯვას გეგმავს და ის 5 000 კვადრატული ფუტის მიწისქვეშა თავშესაფრის აშენებას აპირებს. Wired-ის მიერ მოპოვებული დოკუმენტების მიხედვით, თავშესაფარი უნდა შეიცავდეს ათზე მეტ შენობას, მინიმუმ 30 საძინებლით და 30 სველი წერტილით. ასევე იგეგმება 11 ხის სახლის, ფიტნესცენტრისა და საოპერაციო ოთახების მოწყობაც. პროექტისა და ბუნკერის მიზნის შესახებ ჰოფინ ბარმა, ზაკერბერგისა და ჩანის, ანუ მისი მეუღლის სპიკერმა, აღნიშნა, რომ კაუაის ოლქი მოსახლეობას მოუწოდებს, ქარიშხლისგან თავის დასაცავად მდგრადი უსაფრთხო ოთახები ააშენონ.