მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ

Meta თანამშრომლებს ხელოვნური ინტელექტის გამოყენებას აიძულებს

ცუკერბერგი

ამერიკული ტექნოლოგიური გიგანტი Meta საკუთარ თანამშრომლებს სამუშაო პროცესში ხელოვნური ინტელექტის აქტიურ გამოყენებას აიძულებს. კომპანიის შიდა დოკუმენტების თანახმად, ხელმძღვანელობა ინჟინრებისა და სხვადასხვა განყოფილების წარმომადგენლებისგან კონკრეტული მინიმალური მაჩვენებლების მიღწევას ელოდება.

გასაჯაროებული ინფორმაციით, 2026 წლის პირველი ნახევრისთვის კომპანია მნიშვნელოვან ცვლილებებს გეგმავს. დოკუმენტში აღნიშნულია, რომ ინჟინრების 65%-მა კოდის 75%-ზე მეტი ხელოვნური ინტელექტის დახმარებით უნდა დაწეროს. მანქანური სწავლების გუნდებს კი დავალებების 50%-დან 80%-მდე შესასრულებლად AI-ხელსაწყოების გამოყენებას ავალებენ.

როგორც ჩანს, პროდუქტიულობის ხუთჯერ გაზრდას და 2031 წლამდე $9-ტრილიონიანი კაპიტალიზაციის მიღწევას მენეჯმენტი სწორედ ამ მეთოდით აპირებს.

ამასთან, ხელოვნური ინტელექტის ათვისების დონე თანამშრომელთა შეფასების სისტემის ნაწილად იქცევა. შიდა ინსტრუქციების მიხედვით, დაწინაურება და ბონუსები პირდაპირ კავშირში იქნება იმასთან, თუ რამდენად ეფექტურად იყენებს პერსონალი ახალ ტექნოლოგიებს. სპეციალური AI-ასისტენტი თანამშრომლებს საქმიანობის შეჯამებასა და თვითშეფასების ანგარიშების მომზადებაშიც უნდა ჩაერთონ.

როგორც მარკ ცუკერბერგი აცხადებს, ის თანამშრომელი, რომელიც AI-ხელსაწყოებს სათანადოდ არ გამოიყენებს, მომდევნო თვიდან კომპანიას ავტომატურად დატოვებს.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები