მეტეხის ხიდიდან 16 მარტის ღამეს კიდევ ერთი მანქანა გადავარდა. ბოლო ერთ თვეში ეს უკვე მესამე შემთხვევაა.
საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურში bm.ge-ის უთხრეს, რომ მანქანის მძღოლი, ახალგაზრდა კაცი, უვნებლად ამოიყვანეს.
დამატებით ვცდილობთ მერიასთან გავარკვიოთ, რა იწვევს აღნიშნულ ადგილზე ავტოვარიებს და რა კეთდება პრევენციისთვის.
4 მარტს ხიდიდან მანქანის გადავარდნა მსხვერპლით დასრულდა.
მეტეხის ხიდიდან მანქანა გადავარდა 11 მარტსაც. ამ შემთხვევაში მაშველებმა და მოქალაქეებმა მძღოლის გადარჩენა შეძლეს.



























