მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

4 გარდაცვლილი და 17 დაშავებული - გომის მთაზე ავარიისას მიკროავტობუსის ყველა მგზავრი ბელარუსი ტურისტი იყო

სასწრაფო დახმარება

გომის მთაზე გუშინ საღამოს მომხდარი ავარიის შედეგად დაშავებულები სხვადასხვა კლინიკაში არიან გადაყვანილი. როგორც bm.ge-ს შსს-ში განუცხადეს, დაშავებულია 17 ადამიანი, ხოლო 4 გარდაიცვალა.

უწყების ცნობით, ყველა მათგანი ბელარუსი ტურისტი იყო. მიკროავტობუსის მძღოლი კი - ქართველი.

მომხდარზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 276-ე მუხლით მიმდინარეობს, რაც ტრანსპორტის მოძრაობის უსაფრთხოების წესების დარღვევას გულისხმობს.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები