ოსკაროსანი მსახიობი მეთიუ მაკკონაჰი მშობლიური შტატის ტეხასის გუბერნატორობას გეგმავს. მსახიობმა ინფორმაცია სოციალურ ქსელებში გაავრცელა და გეგმავს, რომ პოლიტიკაში აქტიურად ჩაერთოს:
“მე ვაპირებ, რომ ამ ცხოვრებაში ყველაზე სასარგებლო და იმედის მომცემი რამ გავაკეთო მომავლისთვის — სასარგებლო ჩემთვის, ჩემი ოჯახისთვის და რაც შეიძლება მეტი ადამიანისთვის. ერთ-ერთი სფერო, რომელსაც ვიკვლევ, არის პოლიტიკა. ვფიქრობ, გავმხდე ტეხასის გუბერნატორობის კანდიდატი. ვუსმენ, ვსწავლობ, ვზომავ და ვიკვლევ ტეხასის და ამერიკის პოლიტიკას” - აცხადებს მაკკონაჰი.
მსახიობის აზრით გამოსასწორებელია ბევრი რამ მათ შორის მედია პოლიტიკა, რომელსაც სჭირდება ახალი მიზანი, ასევე საჭიროა საზოგადოებას გააჩნდეს საერთო ღირებულებებიც, რომლებიც პარტიულ ხაზებს სცდება.
“ვისწავლე, რომ თავისუფლება პასუხისმგებლობასთან ერთად მოდის და მას დიდი ლიდერები ემსახურებიან. იქნება ეს პოლიტიკოსი, აღმასრულებელი დირექტორი, ვარსკვლავი სპორტსმენი, დედა, მამა, ქმარი, ცოლი, ძმა, მეგობარი, მენტორი თუ მასწავლებელი ჩვენ ვმართავთ იმით, რომ ვემსახურებით ერთმანეთს. ვმართავთ ჩვენი სამსახურით, რომელიც არის პასუხისმგებლობის აღება დღევანდელ დღეს, რათა ხვალ მეტი თავისუფლება გვქონდეს. ეს არის ინვესტიცია, რომელსაც საკუთარ თავში ვდებთ. მაშ, შეგვიძლია დავინახოთ, რომ როცა სხვებს ვემსახურებით, რეალურად საკუთარ თავს ვემსახურებით და პირიქით? გვყავს საკმარისი გამბედაობა, რომ უფრო მეტად დავეხმაროთ, ვიდრე ვავნოთ? შეგვიძლია ველოდოთ იმას, რაც მოვიპოვეთ, და არა იმას, რაც გვგონია, რომ გვეკუთვნის? შეგვიძლია უფრო მეტი მიზეზი მივცეთ ერთმანეთს, რომ ერთმანეთზე ნდობა პირველ რიგში გვქონდეს და არა ბოლოს? აი, ეს არის ის ლიდერობა, რაც გვჭირდება. ეს არის ინვესტიცია ჩვენს შტატებში და ჩვენს ქვეყანაში, რაც გვჭირდება. ეს არის ის ინვესტიცია, რაც გვჭირდება” - ამბობს მაკკონაჰი.
შეგახსენებთ, რომ მსახიობის მონაწილეობით ახალი ფილმი "დაკარგული ავტობუსი", რომლის რეჟისორიც პოლ გრინგრასია სულ მალე, 19 სექტემბერს გამოვა.




























