მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

მეტრო "გოცირიძე" სავარაუდოდ, მომავალი კვირიდან გაიხსნება - კალაძე

6400619079ec4
თინათინ ნატმელაძე
02.03.23 12:50
1932
„გოცირიძის მეტროსადგური, სავარაუდოდ, მომავალი კვირისთვის გაიხსნება“ - ამის შესახებ თბილისის მერმა კახა კალაძემ მედიას განუცხადა.

მისივე ცნობით, აღმოჩენილი იყო კონკრეტული ხარვეზები, რომელიც, ფაქტობრივად, გამოსწორებულია.

„ექსპერტიზა ჩატარდა, დადგენილი იყო ხარვეზები, რომელიც ფაქტობრივად გამოსწორებულია და რამდენიმე დღეში შესაბამის სამსახურს ექსპლუატაციაში მისაღებად წარედგინება“, - აცხადებს კალაძე.

შეგახსენებთ: ნოემბრის დასაწყისში ცნობილი გახდა, რომ მეტროსადგურ „გოცირიძის“ სარეაბილიტაციო სამუშაოების შემსრულებელი კომპანია „მამისონი“ 600 000 ლარით დაჯარიმდა. თბილისის ვიცე-მერის ირაკლი ხმალაძის თქმით, ამ კომპანიამ სამუშაოების შესრულება 4-5 თვით დააგვიანა, რაც ძალიან დიდი დარღვევაა.

კომპანია “მამისონის” მეწილე ნიკოლოზ ჭკადუა bm.ge-თან საუბარში აცხადებდა, რომ კომპანიამ სამუშაოების გახანგრძლივება მხოლოდ 60 დღით ითხოვა, რის გამოც დაჯარიმდა. მისი თქმით, მეტროსადგურ “გოცირიძის” სარეაბილიტაციო სამუშაოების ვადების გახანგრძლივება მათგან დამოუკიდებელ მიზეზებს უკავშირდებოდა.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები