მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

METROPOL-მა აჭარის რეგიონში ექსკლუზიურად Louvre Hotels Group შემოიყვანა

64a57da809331
BM.GE
06.07.23 10:15
988
2023 წლის ივნისში, დეველოპერულ კომპანია "მეტროპოლსა" და ფრანგულ, საერთაშორისო ჰოსფითალითი კომპანია Louvre Hotels Group-ს შორის პარტნიორობის მემორანდუმი გაფორმდა, რაც გულისხმობს, რომ "მეტროპოლი" აჭარის რეგიონში ექსკლუზიურად შემოიყვანს 5-ვარსკვლავიან სასტუმროს ბრენდს, Royal Tulip-ს.

ურთიერთთანამშრომლობის ფარგლებში, ბათუმში ამჟამად ორი დიდი საინვესტიციო პროექტის - კუბისა და ოვალის - მშენებლობა მიმდინარეობს. Louvre Hotels Group-ის ევროპული განვითარების გუნდის ხელმძღვანელი, ჯორჯ შლეგელი ხაზს უსვამს წამყვან დეველოპერულ კომპანიასთან პარტნიორობის მნიშვნელობას, როგორც სრულიად ახალ ეტაპს ქართული უძრავი ქონების ბაზარზე.

ბიზნეს კლასის კონცეფციის CUBE-ის პროექტი რეგიონისთვის მნიშვნელოვანი ინვესტიციაა, რომლის მოცულობაც 160 მლნ. ლარს აღემატება. თანამედროვეობისა და დახვეწილობის სინთეზით შექმნილი არქიტექტურით, Metropol CUBE-ის ინფრასტრუქტურა აერთიანებს საკონფერენციო დარბაზს, ბიბლიოთეკას, საცურაო აუზს, ტერასასა და სარესტორნო სივრცეს. ზღვისპირა დასვენების მოყვარულებისთვის კი, აქტიური დასვენების სტილზე ორიენტირებული პროექტი - Metropol OVAL-ი - ღვინის ბიბლიოთეკას, კინოდარბაზს, საცურაო აუზსა და დიდ ტერასას ითვალისწინებს. ასე რომ, ორივე საინვესტიციო პროექტი თავის თავში აერთიანებს როგორც კომფორტული ცხოვრების სტილს, ასევე, მაღალი დონის დაგეგმარებასა და თანამედროვე სტანდარტებს.

2027 წლის ბოლოს, CUBE-ისა და OVAL-ის პროექტები სრულად ამოქმედდება, რომლებშიც, შესაბამისად, “Royal Tulip Cube” და “Royal Tulip Oval” იქნება წარმოდგენილი.

„თანამშრომლობის მემორანდუმი გავაფორმეთ საერთაშორისო ფრანგულ ჰოსფითალითი ბრენდ Louvre Hotels Group-თან, რომელთა ერთადაც რეგიონში ექსკლუზიურად წარმოვადგენთ 5*-იანი სასტუმროების ქსელს Royal Tulip-ს, პროექტი ხორციელდება აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობისა და სს თიბისი ბანკის ფინანსური მხარდაჭერით.

კუბის მშენებლობა გაგრძელდება მომდევნო 4 წლის განმავლობაში და პროექტზე დასაქმდება 1000-ზე მეტი ადამიანი, ხოლო 2027 წელს, სასტუმროს გახსნის შემდეგ შეიქმნება 150 მუდმივი სამუშაო ადგილი. ეს პროექტი მნიშვნელოვანი ინვესტიციაა არა მარტო აჭარის რეგიონისთვის, არამედ სრულიად ქვეყნის ეკონომიკური ზრდისთვის”, - აცხადებს „მეტროპოლის” მმართველი პარტნიორი, გიორგი მხეიძე.

როგორც Forbes-ს პროექტების განმახორციელებელ კომპანია „მეტროპოლში" განუცხადეს, მეტროპოლ კუბი და მეტროპოლ ოვალი შედგება სამი ერთმანეთისგან დამოუკიდებელი სივრცისგან, ესენია Royal Tulip სასტუმრო, საინვესტიციო აპარტამენტები და პირველი კლასის ინფრასტრუქტურა. საინვესტიციო აპარტამენტები მართვაში გადაეცემა საერთაშორისო ჰოსფითალითი მენეჯმენტ კომპანიას, რაც თანაინვესტორს საშუალებას მისცემს, აპარტამენტის შეძენისას მიიღოს სტაბილური შემოსავალი.

მეტროპოლ კუბისა და მეტროპოლ ოვალის მომხმარებელი - პროექტის თანაინვესტორები - არიან საქართველოს რეზიდენტი, ასევე რეზიდენტი პირები, "მეტროპოლი" თანაინვესტორებისთვის ნერგავს მართვის სრულიად ინოვაციურ სისტემას, სადაც პირადი კაბინეტის საშუალებით თანაინვესტორი შეძლებს თვალ-ყური ადევნოს შემოსავლებს, გაწეულ დანახარჯებს, მიღებულ სერვისებს. აპარტამენტის მესაკუთრეები მაქსიმალურად გამჭვირვალედ მიიღებენ ინფორმაციას თავიანთი ქონების შესახებ.

„3 წლის განმავლობაში, „მეტროპოლი”, ინვესტიციის ზომით ნახევარ მილიარდ ლარს გადასცდება. მთელი ქვეყნის მასშტაბით, ამ ეტაპზე, ჯამურად 516 200 კვ. მ.-ზე დაგეგმილია 5 ერთმანეთისგან განსხვავებული კონცეფციის პროექტის მშენებლობა. ბათუმის ორივე პროექტის საინვესტიციო ღირებულება კი, 260 მილიონი ლარია. შენდება 1000-მდე აპარტამენტი. ასევე, წარმოდგენილი იქნება ორი 5-ვარსკვლავიანი სასტუმრო ჯამურად 180 ნომრით. პროექტების მშენებლობისას, 4 წლის განმავლობაში, დასაქმდება 1000-ზე მეტი ადამიანი, ხოლო 2027 წელს, სასტუმროს გახსნის შემდეგ შეიქმნება 300 მუდმივი სამუშაო ადგილი. თავის მხრივ, 5-ვარსკვლავიანი სასტუმროები მოიზიდავენ უფრო მეტ ტურისტს. აღნიშნული სასტუმროების არსებობას შეუძლია, მოიზიდოს სხვა ბიზნესები და ინვესტორები, ხელი შეუწყოს მხარდამჭერ ბიზნეს გარემოს და შექმნას დამატებითი ეკონომიკური შესაძლებლობები. ეს პროექტი მნიშვნელოვანი ინვესტიციაა არამარტო აჭარის რეგიონისთვის, არამედ სრულიად ქვეყნის ეკონომიკური ზრდისთვის”, - აცხადებენ კომპანიაში.


(რ)

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები