მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ

„მეტროპოლი“ ხარისხის საერთაშორისო  ჯილდოს - Quality Achievements Award 2026 - ის გამარჯვებულია

„მეტროპოლი“ ხარისხის საერთაშორისო  ჯილდოს - Quality Achievements Award 2026 - ის გამარჯვებულია
05.06.26 17:36
506

დეველოპერულმა კომპანია „მეტროპოლმა“ კიდევ ერთი მნიშვნელოვანი საერთაშორისო აღიარება მოიპოვა და Quality Achievements Award 2026-ის მფლობელი გახდა.

ჯილდო კომპანიას ბრიუსელში, European Society for Quality Research-ის (ESQR) მიერ ორგანიზებული Quality Achievements Award 2026-ის ფარგლებში გადაეცა. აღნიშნული ჯილდო ყოველწლიურად ენიჭებათ კომპანიებს, ორგანიზაციებს, ინსტიტუციებსა და საჯარო ადმინისტრაციებს, რომლებმაც ხარისხის მართვის მიმართულებით გამორჩეულ შედეგებს მიაღწიეს.

აღსანიშნავია, რომ სხვადასხვა წლებში Quality Achievements Award-ის მფლობელები ისეთი საერთაშორისო კომპანიები იყვნენ, როგორებიცაა BMW Group და Philips, რომლებიც თავიანთ ინდუსტრიებში ინოვაციებისა და მაღალი სტანდარტების დამკვიდრებით გამოირჩევიან.

მიღებული საერთაშორისო ჯილდომეტროპოლისთვისიმ ღირებულებებისა და სტანდარტების მნიშვნელოვანი აღიარებაა, რომელთა ჩამოყალიბება და განვითარება კომპანიის დაარსების დღიდან ჩვენი საქმიანობის ერთ-ერთი მთავარი პრიორიტეტია. ხარისხი, პროფესიონალიზმი და უწყვეტი განვითარება ის პრინციპებია, რომლებიცმეტროპოლისსაქმიანობის ყველა მიმართულებაში აისახება. სწორედ ამ მიდგომით ვქმნით ისეთ საცხოვრებელ გარემოს, რომელიც პასუხობს თანამედროვე ადამიანის მოთხოვნებს და ხელს უწყობს ცხოვრების ხარისხის გაუმჯობესებას”- აღნიშნავს კომპანიის გენერალური დირექტორის მოადგილე და მმართველი პარტნიორი მამუკა იმედაშვილი.

მისი თქმით, „მეტროპოლისსამომავლო საქმიანობაშიც ხარისხზე ორიენტირებული მიდგომა, მაღალი სტანდარტების ერთგულება და მომხმარებლის საჭიროებების გათვალისწინება კომპანიის უცვლელ პრიორიტეტებად დარჩება.

აღსანიშნავია, რომ Quality Achievements Award-ის ცერემონიაზე მონაწილეობდნენ სხვადასხვა ქვეყნის ბიზნესლიდერები, აკადემიური წრეების წარმომადგენლები, ხარისხის მართვის პროფესიონალები, საჯარო სექტორის წარმომადგენლები და დიპლომატები. ღონისძიების მიზანი იყო ხარისხის კულტურის პოპულარიზაცია, ლიდერობის აღიარება და საერთაშორისო გამოცდილების გაზიარების ხელშეწყობა.

დაჯილდოების ცერემონია ბრიუსელში, ისტორიულ Le Plaza Hotel-ში გაიმართა. ღონისძიებაში 41 ქვეყნის წარმომადგენელი მონაწილეობდა, მათ შორის კომპანიები, ინსტიტუციები და ორგანიზაციები ევროპიდან, აზიიდან, ამერიკიდან, აფრიკიდან და ავსტრალიიდან.

მიღებული აღიარება კიდევ ერთხელ ადასტურებს „მეტროპოლის“ საერთაშორისო ასპარეზზე პოზიციონირების მიმართულებით მიღწეულ პროგრესს.

------------------------------------------------------------------------------------------------------------

„მეტროპოლის“ შესახებ:

„მეტროპოლი" არის პრემიუმ დეველოპერული კომპანია, რომელიც აყალიბებს ახალ სტანდარტს საქართველოს უძრავი ქონების ბაზარზე, სადაც არქიტექტურული ინოვაცია და დახვეწილი დიზაინი ერთიანდება.

2022 წელს ბაზარზე გამოჩენის დღიდან, კომპანიის მიზანი მკაფიო იყო: შეექმნა პრემიუმ უძრავი ქონება, რომელიც დროს გაუძლებს და ქალაქის ურბანულ იერსახეს გააუმჯობესებს.

დეველოპერული კომპანია პარალელურ რეჟიმში ავითარებს სამ სრულიად განსხვავებულ მიმართულებას. ეს მოიცავს მასშტაბურ პროექტებს დედაქალაქში, 5-ვარსკვლავიან სასტუმროებთან ინტეგრირებულ საინვესტიციო ობიექტებს შავიზღვისპირეთში და ეკოლოგიურად სუფთა საგარეუბნო დასახლებებს.

კომპანიის ისტორია არის მიზანდასახულობის, ზუსტი გათვლებისა და უკომპრომისო ხარისხის შედეგი.

დაგვიკავშირდით: +995 571 88 99 99 | www.metropol.ge
გაყიდვების ოფისები: დ.გულიას 4 | ალ.ყაზბეგის 15

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები