ფოკუსი ცხოვრებაზე, – ამ იდეას დააშენა დეველოპერულმა კომპანია „მეტროპოლმა“ მისი კონცეფცია და მომხმარებელს შესთავაზა თანამედროვე ადამიანზე მორგებული ინფრასტრუქტურა და „სახლი, რომელიც ჩაიფიქრეს”.
პირველი ქართული დეველოპერი, რომელიც ერთდროულად საცხოვრებელი, საინვესტიციო და სუბურბანული პროექტების განხორციელებას გეგმავს, საქართველოს სამშენებლო სექტორს გასულ წელს შეემატა. საქმიანობის დაწყებიდან რამდენიმე თვეში, დეველოპერულმა კომპანიამ უმსხვილეს ფრანგულ, საერთაშორისო ჰოსფითალითი ბრენდ Louvre Hotels Group-თან პარტნიორობის მემორანდუმი გააფორმა, სასტუმროს 5-ვარსკვლავიანი ბრენდის Royal Tulip-ის ექსკლუზიურად შემოყვანის უფლება მიიღო და საკუთარი სიტყვა თქვა ქართულ სამშენებლო ინდუსტრიაში.
სტუმარი: მამუკა იმედაშვილი - ,,მეტროპოლის“ აღმასრულებელი დირექტორის მოადგილე;