თბილისის სატრანსპორტო კომპანიამ გამოაცხადა 18.2 მილიონი ლარის ღირებულების ტენდერი, რომლითაც კომპანია ლიანდაგების დიაგნოსტირებისთვის სპეციალურ ლიანდაგმზომ ვაგონს შეიძენს.
"ლიანდაგმზომი ვაგონი უნდა იყოს დამზადებული ახალი მეტროს ვაგონის ბაზაზე. ლიანდაგმზომი ვაგონი აღჭურვილი უნდა იყოს შემდეგი ძირითადი ფუნქციებით:
- სავალი რელსის და ლიანდაგის გეომეტრიული პარამეტრების კონტროლი;
- მესამე საკონტაქტო რელსის მდებარეობის კონტროლი;
- გვირაბის გაბარიტების და მოწყობილობათა გაბარიტთან მოახლოების კონტროლი;
- რელსის დეფექტოსკოპია;
ელექტრომოძრავ შემადგენლობაში ჩაბმული ლიანდაგმზომი ვაგონის ექსპლუატაცია უნდა ხორციელდებოდეს:
- მეტროს მთავარი და შემაერთებელი ხაზებისთვის ლიანდაგის სიგანის 1520 მმ ნორმების შესაბამისად;
- 80 კმ/სთ სიჩქარემდე მოძრაობისას და მრუდების მინიმალურირადიუსით 80 მ.;
- საკონტაქტო ქსელში ჩართული მუდმივი ძაბვის პირობებში არანაკლებ 550 ვოლტი.
- დეპოში დგომისას კვება ქსელიდან 220/380 ვოლტი, სიხშირე 50 ჰც,"- ნათქვამია შესყიდვის ტექნიკურ დოკუმენტაციაში.
"მწარმოებელს საკუთრებაში ან სარგებლობაში უნდა გააჩნდეს ტენდერის გამოცხადების დღემდე არანაკლებ 3 (სამი) წლის მანძილზე ფუნქციონირებადი (აღნიშნულ პერიოდში სერვისცენტრს უნდა ქონდეს გამოცდილება ლიანდაგმზომი ვაგონის შეკეთებასა და მოვლაში) ავტორიზებული/ლიცენზირებული მოქმედი სერვისცენტრი, დაკომპლექტებული კვალიფიციური პერსონალით, სადაც საჭიროების შემთხვევაში შემსყიდველი კომპანიის წარმომადგენლები გაივლიან პრაქტიკულ სწავლებას ლიანდაგმზომი ვაგონის სერვისის განხორციელებაში,"- წერია დოკუმენტში.
ტენდერში წინადადებების წარდგენა 27 მარტს სრულდება.




























