მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

მეტროს პირველ ხაზზე მოძრაობა სრულად განახლდა

ვარკეთილის მეტრო

თბილისის მეტროს პირველ ხაზზე მატარებლების მოძრაობა სრულად განახლდა და ამ დროისთვის მეტროპოლიტენი მგზავრებს ჩვეულ რეჟიმში ემსახურება.

თბილისის სატრანსპორტო კომპანიის ინფორმაციით, მოძრაობის ნაწილობრივი შეფერხება მეტროსადგურ „რუსთაველზე“ მატარებლის ტექნიკურმა ხარვეზმა გამოიწვია.

„ხარვეზის გამო, მგზავრებს მხოლოდ მეტროსადგურ ახმეტელის თეატრიდან სადგურის მოედნამდე მონაკვეთში ვემსახურებოდით“, - აცხადებენ კომპანიაში.

ამ ეტაპზე პრობლემა მოგვარებულია და მეტროს ორივე ხაზი შეუფერხებლად მუშაობს.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები