მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ

მეტროსადგურ „თავისუფლების მოედანზე“ პოლიციამ ერთი პირი დააკავა

სს

სამართალდამცავებმა მეტროსადგურ „თავისუფლების მოედანზე“ ერთი პირი დააკავეს. როგორც ვიდეოში ჩანს, დაკავებას მოქალაქეები ყიჟინით და შეძახილებით შეხვდნენ.

როგორც სამართალდამცველმა განმარტა, მოქალაქის დაკავების მიზეზი მოქალაქის მხრიდან "პოლიციელების მიმართ სიტყვიერი შეურაცხყოფა" გახდა.

"გინებაზე დააკავეს" - განაცხადა ერთ-ერთმა თვითლმხილველმაც.

შეგახსენებთ, რომ რამდენიმე წუთის წინ მეტროსადგურ „თავისუფლების მოედანზე“ მოქალაქეებს ჩხრეკდნენ, რასაც პროტესტი მოყვა. მოქალაქეები ჩხრეკას აპროტესტებენ და ჩხრეკის ოქმის წარდგენას მოითხოვენ. სამართალდამცველების თქმით ეს არა ჩხრეკა, არამედ „პირადი გასინჯვაა“.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები