მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

მეტროსადგურ „თავისუფლების მოედანზე“ პოლიცია მოქალაქეებს ჩხრეკს

სს

მეტროსადგურ „თავისუფლების მოედანზე“ მოქალაქეებს ჩხრეკენ, რასაც პროტესტი მოყვა. მოქალაქეები ჩხრეკას აპროტესტებენ და ჩხრეკის ოქმის წარდგენას მოითხოვენ. სამართალდამცველების თქმით ეს არა ჩხრეკა, არამედ „პირადი გასინჯვაა“.

"ეს არ არის გაჩხრეკა, ეს არის პირადი გასინჯვა. პოლიციის შესახებ საქართველოს კანონის 22-ე მუხლის შესაბამისად ხდება. პოლიციელს პრევენციული ღონისძიების განხორციელების მიზნით, შეუძლია შეაჩეროს პიროვნება და შეამოწმოს მისი ნივთები ისევე, როგორც ის პირადად გასინჯოს, ეს ჩხრეკა არ არის.

როცა არსებობს საკმარისი საფუძველი ვარაუდისთვის, რომ შესაძლებელია პიროვნებას ჰქონდეს კანონსაწინააღმდეგო ნივთი, ნივთიერება ან საგანი, მისი ზედაპირული შემოწმება ხდება. კერძოდ, როცა იმყოფება ნიღაბში და ა.შ“,-განაცხადა ერთ-ერთმა სამართალდამცველმა.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები