მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ

მეწარმე იურიდიული პირი უნდა იყოს მეწარმე სუბიექტი, ხოლო პოლიტიკა უნდა აკეთოს პარტიამ - გორდულაძე

გორდულაძე

მეწარმე იურიდიული პირი უნდა იყოს მეწარმე სუბიექტი, ხოლო პოლიტიკა უნდა აკეთოს პარტიამ - განაცხადა „ქართული ოცნების“ ინიციირებული „გრანტის შესახებ“ კანონში შესატანი ცვლილებების კომენტირებისას, საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა და იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარე არჩილ გორდულაძემ და განმარტა, რომ ინდმეწარმეებს ეს ცვლილებები არ შეეხებათ.

„უცხოური ფული პოლიტიკაში არ უნდა ბრუნავდეს და როდესაც სუვერენიტეტის დაცვაზე პასუხისმგებლობა საქართველოს მთავრობას ეკისრება, შესაბამისად, მასვე უნდა ჰქონდეს შესაძლებლობა, რომ ჰქონდეს ეფექტური მექანიზმი, რაზეც პასუხისმგებლობა ეკისრება მის გაკონტროლების და ეფექტური მექანიზმის ქონით.

მეწარმე იურიდიულმა პირმა უნდა განახორციელოს ის ფუნქციები რაც არის, ანუ იყოს მეწარმე სუბიექტი, ხოლო პოლიტიკა უნდა აკეთოს პარტიამ, როგორც ეს საქართველოს კონსტიტუციით არის გათვალისწინებული. ზუსტად ამიტომაც, თუ კონკრეტული იურიდიული პირი, ანუ იურიდიული სუბიექტი ჩაერთვება პოლიტიკაში, მისი აქტივობა იქნება მიმართული საზოგადოებრივი აზრის ფორმირებისაკენ და ეს არ იქნება დაკავშირებული მის ჩვეულებრივ საქმიანობასთან, გამოიწვევს ადმინისტრაციული სახით შესაბამის ჯარიმებს. რაც შეეხება ინდმეწარმეებს, წარმოდგენილი ცვლილებები საერთოდ არ ეხება“, - განაცხადა არჩილ გორდულაძემ.

ცნობისთვის, „ქართული ოცნების“ ინიციატივით მეწარმე სუბიექტის საჯარო პოლიტიკურ აქტივობასთან დაკავშირებით საკანონმდებლო ცვლილებები მომზადდა. ცვლილებების მიხედვით, მეწარმე თუ ისეთ საჯარო პოლიტიკური აქტივობას განახორციელებს, რომელიც მის ძირითად სამეწარმეო საქმიანობასთან არ არის დაკავშირებული, დაჯარიმდება. პირველ შემთხვევაზე ჯარიმა 20 000 ლარი, განმეორებით შემთხვევაში კი 40 000 ლარი იქნება.

მეწარმე სუბიექტი საჯარო პოლიტიკური აქტივობისთვის დაჯარიმდება|რამდენი მეწარმე სუბიექტია საქართველოში?

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები