საქართველოს ბიზნეს ასოციაცია „მეწარმეთა შესახებ“ კანონთან დაკავშირებით პარლამენტის შესაბამისი კომიტეტების თავმჯდომარეებს შეხვდა.
„მეწარმეთა შესახებ“ ახალი კანონის ამოქმედების შემდეგ პრაქტიკაში გამოკვეთილ საკითხებთან დაკავშირებით, საქართველოს ბიზნეს ასოციაციამ, ინვესტორთა საბჭოს ჩართულობით, საქართველოს პარლამენტის იურიდიული კომიტეტის თავმჯდომარე ანრი ოხანაშვილთან, ადამიანის უფლებათა დაცვისა და სამოქალაქო ინტეგრაციის კომიტეტის თავმჯდომარე მიხეილ სარჯველაძესა და დარგობრივი ეკონომიკის და ეკონომიკური პოლიტიკის კომიტეტის თავმჯდომარე დავით სონღულაშვილთან სამუშაო შეხვედრა გამართა, რომელსაც ასოციაციის წევრი კომპანიების წარმომადგენლები ესწრებოდნენ.
შეხვედრაზე ის მნიშვნელოვანი საკითხები განიხილეს, რაც მეწარმეთა შესახებ ახალი კანონის ამოქმედების შემდეგ პრაქტიკაში გამოიკვეთა. კერძოდ, საუბარი შეეხო საწარმოთა რეგისტრაციასთან, ხელმძღვანელთა პასუხისმგებლობის ფარგლებთან, საწარმოს პარტნიორთა მიერ გადაწყვეტილებების მიღებასთან დაკავშირებულ ტექნიკურ და პროცედურულ საკითხებს.
საქართველოს პარლამენტის წევრები და ბიზნეს სექტორის წარმომადგენლები „მეწარმეთა შესახებ“ კანონთან დაკავშირებით აქტიური კომუნიკაციის ფორმატზე შეთანხმდნენ, რათა შესაბამისი სამინისტროების ჩართულობით გაიმართოს დისკუსია ახალ ნორმებთან და მათ ერთგვაროვან ინტერპრეტაციასთან დაკავშირებით, ასევე, მოხდეს კონკრეტული შემთხვევების გაანალიზება და საჭიროების შემთხვევაში, კანონის დაზუსტება.
სტუმარი: ნიკა ნანუაშვილი - საქართველოს ბიზნეს ასოციაციის იურიდიული დირექტორი;
#საქმიანიდილა-ს #ანალიტიკა ელენე კვანჭილაშვილთან ერთად;