მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ

მეცნიერებმა ადამიანის კანის დნმ-დან ემბრიონი გამოიყვანეს - BBC

ემბრიონი

ამერიკელმა მეცნიერებმა ადამიანის კანის უჯრედებიდან აღებული დნმ-ის მანიპულირებით და შემდეგ მისი სპერმით განაყოფიერებით ადრეული სტადიის ემბრიონები შექმნეს - ამის შესახებ BBC იტყობინება.

როგორც მედია იტყობინება, ამ ტექნიკას შეუძლია, სხეულის თითქმის ნებისმიერი უჯრედის სიცოცხლის საწყის წერტილად გამოყენებით, სიბერით ან დაავადებით გამოწვეული უნაყოფობა დაძლიოს.

მეთოდი მნიშვნელოვან დახვეწას საჭიროებს - რასაც შესაძლოა ათწლეული დასჭირდეს - ვიდრე რეპროდუქციული ჯანმრთელობის კლინიკები მის გამოყენებას განიხილავენ.

ორეგონის ჯანმრთელობისა და მეცნიერების უნივერსიტეტის კვლევითი ჯგუფის ტექნიკა კანის უჯრედიდან ბირთვს იღებას ითვალისწინებს; ბირთვში ორგანიზმის ასაშენებლად საჭირო მთელი გენეტიკური კოდის ასლია მოთავსებული. შემდეგ ის დონორის კვერცხუჯრედში თავსდება, საიდანაც გენეტიკური ინსტრუქციები ამოღებულია. თუმცა, ეს კვერცხუჯრედი სპერმატოზოიდით განაყოფიერებისთვის მზად არ არის, რადგან ის უკვე შეიცავს ქრომოსომების სრულ კომპლექტს - 46 ქრომოსომას.

შესაბამისად, კვლევის შემდეგ ეტაპზე საჭიროა კვერცხუჯრედის "დარწმუნება", რომ თავისი ქრომოსომების ნახევარი მოიშოროს პროცესით, რომელსაც მკვლევრებმა "მიტომეიოზი“ (მიტოზისა და მეიოზის, უჯრედის გაყოფის ორი სტადიის შერწყმა) უწოდეს.

ჟურნალ Nature Communications-ში გამოქვეყნებულმა ანგარიშმა აჩვენა, რომ კვლევის ფარგლებში 82 ფუნქციონალური კვერცხუჯრედი შეიქმნა. ეს კვერცხუჯრედები სპერმით განაყოფიერდა და ზოგიერთი მათგანი ემბრიონის განვითარების ადრეულ სტადიაზე გადავიდა.

ეს ტექნოლოგია იმ მზარდი სფეროს ნაწილია, რომლის მიზანიც სპერმისა და კვერცხუჯრედების ორგანიზმის გარეთ წარმოებაა, რაც "ინ ვიტრო გამეტოგენეზის" სახელითაა ცნობილი. მიდგომა ჯერ კიდევ სამეცნიერო კვლევის დონეზეა და არა - კლინიკური გამოყენების, თუმცა მეცნიერთა მიზანია დაეხმარონ წყვილებს, რომლებსაც ინ ვიტრო განაყოფიერებისთვის გამოსაყენებელი სპერმატოზოიდი ან კვერცხუჯრედები არ აქვთ.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები