იტალიელმა მეცნიერებმა სინათლე გაყინეს, რაც ამ დრომდე შეუძლებლად იყო მიჩნეული. როგორც აღმოჩნდა, სინათლეს შეუძლია, ზემყარი მატერიის თვისებები შეიძინოს, ანუ ერთდროულად იყოს, როგორც თხევადი, ასევე მყარი. თავად ზემყარი ბუნება ერთ-ერთია იმ რამდენიმე ფიზიკური მდგომარეობიდან, რომელთაც სამყაროში ვხვდებით.
მოსახლეობის უდიდესი ნაწილი სამ მდგომარეობას იცნობს, ესენია: მყარი სხეული, სითხე და აირი, მაგრამ ბუნებაში ასევე ვხვდებით პლაზმას და ზემყარ მატერიებს, რომლების მყარი და თხევადი სხეულის ფუნქციებს იზიარებენ.
სინათლის სხივი, რომლის სიჩქარე 299,792 კმ/სთ-ია, სამყაროში არსებული ყველაზე სწრაფი რამაა. აინშტაინის ფარდობითობის თეორიის თანახმად, ეს სიჩქარე მუდმივი და აბსოლუტურია, ანუ არაფერია, რაც სინათლეზე სწრაფად გადაადგილდება. ამ თვისებას ის განაპირობებს, რომ სინათლის სხივი ფოტონებისგან შედგება, ხოლო ამ ელემენტარულ ნაწილაკებს მასა არ აქვთ. სინათლის მაღალი სიჩქარიდან გამომდინარე, მისი დაჭერა და მასზე ფიზიკური ცდების ჩატარება საკმაოდ რთულია, ხოლო იტალიელმა მეცნიერებმა სწორედ ეს მოახერხეს.
ამგვარად, ტერმინი “გაყინვა” არ ნიშნავს იმას, რომ მეცნიერებმა სინათლის სხივი ყინულად გადააქციეს. ამ შემთხვევაში, ეს ტერმინი ფოტონების სიჩქარის მკვეთრ შემცირებას აღნიშნავს, ანუ ისეთი პირობების შექმნას, სადაც სინათლე იქცევა, როგორც მყარი სხეული, რომელიც, ამავდროულად, სითხის თვისებებს ინარჩუნებს. ეს ყველაფერი, მეცნიერებს ამ ელემენტარულ ნაწილაკზე დაკვირვების და მისი კონტროლირებულად მართვის საშუალებას აძლევს.
აღნიშნული ექსპერიმენტი მეცნიერებმა ინოვაციური მიდგომით ჩაატარეს. სინათლის სხივის მანიპულირებისთვის მეცნიერებმა ნახევარგამტარებისგან შემდგარი პლატფორმა შექმნეს, რომელსაც, მოგვიანებით, ლაზერი მიანათეს, რითაც პოლარიტონების სახელით ცნობილი ჰიბრიდული მსუბუქი ნაწილაკები წარმოიშვა. ეს ნაწილაკი კრიტიკულად მნიშვნელოვანია, რადგან ის ფოტონების და მყარი სხეულების თვისებებს ფლობს. მოგვიანებით, ფოტონების კონცენტრაცია გაიზარდა, რამაც სატელიტური კონდენსატი წარმოშვა, რაც ის თვისებაა, რომელიც ზემყარ მატერიებს ახასიათებთ.
თავად შედეგი, რომელიც ამ ექსპერიმენტის შედეგად მივიღეთ პრაქტიკულად გამოსაყენებელი არ არის, ანუ სინათლის “გაყინულ” ვერსიას ვერაფერში გამოვიყენებთ. ნაცვლად ამისა, იტალიელი მეცნიერების მიერ მიღებული დასკვნები სამყაროს უკეთ შეცნობაში გვეხმარება, რადგან სინათლის სხივის ზემყარ მატერიად განხილვა, ამ დრომდე, ფანტასტიკის სფერო იყო. შედეგად, კვანტური ფიზიკის კვლევის პროცესში დამატებითი ინფორმაცია შემოვიდა, რომელიც მეცნიერებს მომავალში უფრო მნიშვნელოვანი დასკვნების გამოტანის საშუალებას მისცემს.
თეორიულ კვლევასთან ერთად, სინათლის ახალი ფიზიკური მდგომარეობის გამოყენება, შესაძლოა, გამოსადეგი იყოს, როგორც კვანტური კომპიუტინგის, ასევე ოპტიკური ტექნოლოგიების და ენერგეტიკული ეფექტიანობის თალსაზრისით. იტალიელი მეცნიერების ამ აღმოჩენამ, შესაძლოა, სათავე დაუდოს, როგორც ახალი თაობის ოპტიკურ მოწყობილობებს და საკომუნიკაციო სისტემებს, ასევე მნიშვნელოვნად გარღვევად აღმოჩნდეს ახალი მასალების და ტექნოლოგიების შექმნის მიმართულებით, რაც, თავის წილ, გავლენას ყველაფერზე მოახდენს.




























